TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თანხა 20 იანვრამდე დაგიბრუნდებათ - „ნაეკი“ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
17-01-2023
-
+


უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალება ექნებათ 2022 წლის 16 დეკემბრის 10:00 საათიდან 2023 წლის 20 იანვრის 18:00 საათამდე მომართონ განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. გამოცდა მათთვის პირველ თებერვალს ჩატარდება.
 
სარეგისტრაციო განაცხადი ივსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. განაცხადის ფორმა
 
 
განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე აუცილებელია ერთვოდეს:

გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.  
 
 
გამოცდაში მონაწილეობა საქართველოს იმ  მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა. ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით).
 
გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ გამოცხადდა გამოცდაზე, არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 20 იანვრის 18:00 საათამდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღების ვადები გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
 
საბანკო რეკვიზიტები:
სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი;   
საიდენტიფიკაციო კოდი: 202198727;                                                                                                          
სახელმწიფო ხაზინა,  კოდი:  TRESGE22;                                                                  
სახაზინო კოდი:  707627112;   
დანიშნულებაში მიუთითეთ გამოსაცდელის პირადი ნომერი და გამოცდის სახელწოდება - ზოგადი უნარების გამოცდა.
 
თუ გამოსაცდელს ესაჭიროება სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა, მან უნდა მიუთითოს სარეგისტრაციო ფურცელზე ამ სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები  და სხვ.) და წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 20 იანვრის 18:00 საათამდე. თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი   სამედიცინო ცნობა, ცენტრი გამოცდის მიმდინარეობისას ვერ გაითვალისწინებს აპლიკანტის სპეციალურ საჭიროებებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როცა  აღნიშნული საჭიროება აპლიკანტს რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდგომ წარმოეშვება. 
 
 
გაითვალისწინეთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან.
 
ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხიანი (დახურული) დავალებისგან (თითოეული ნაწილი 15 დავალებისგან).  ყოველ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.  
 
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება