სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

8 თვისება, რომელიც მასწავლებელს ლიდერად აყალიბებს
13-01-2023
-
+


მასწავლებლობა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიაა. ძლიერ და განათლებულ თაობას სწორედ მასწავლებლების მიერ აღზრდილი მოსწავლეები ქმნიან; თუმცა იმისათვის, რომ პედაგოგმა კლასის ყურადღება მიიპყროს და ბავშვებში სწავლისადმი ინტერესი გააღვივოს, საჭიროა ლიდერის რამდენიმე თვისება ჰქონდეს.

საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებზე დაყრდნობით, Etaloni.ge წარმოგიდგენთ იმ ძირითად უნარებს, რომლებსაც ლიდერი მასწავლებელი უნდა ფლობდეს.

  1. თანაგრძნობა - ლიდერი მასწავლებელი ემოციურად ინტელექტუალურია. ის მოსწავლეთა განვითარებასა და წახალისებას ხელს უწყობს და ქმნის უსაფრთხო და სასიამოვნო სასწავლო გარემოს. იყენებს უნიკალურ ძიერ მხარეებს სკოლის მიზნების მისაღწევად.

  2. ანალიტიკური აზროვნება - ლიდერი მასწავლებელი მოსწავლეთა შორის სხვადასხვა სახის პრობლემებს რაციონალურად აგვარებს. აღრიცხავს მოსწავლეთა დაკვირვების შედეგებს და ცდილობს ის პრობლემები, რომლებიც სკოლაში თავს იჩენს სწორად და მიზანმიმართულად აღმოფხვრას. მონაცემებს ის მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად იყენებს.

  3. ადაპტირება - ლიდერ მასწავლებელს სიახლეებთან ადაპტირება მარტივად შეუძლია. მას არ ეშინია ცვლილებების. როდესაც მასწავლებლები არიან ცვლილებებისკენ მიმართულნი ისინი ამას სხვებსაც მარტივად შთააგონებენ. მათ სურთ სასწავლო პროცესი მეტად აქტიური, განსხვავებული და შემოქმედებითი გახადონ, რადგან კარგად იციან ეს მეთოდი მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლისადმი ინტერესს აღძრავს.

  4. გამბედაობა - ლიდერი მასწავლებელი სამართლიანი და გამბედავია. ის მონდომებასა და გამძლეობას ყოველთვის ავლენს და სხვებსაც მოუწოდებს, რომ მარცხის შემთხვევაში არასდროს დანებდნენ. მათ იციან, რომ მარცხი სწავლისთვის საჭიროა. ლიდერ მასწავლებელს შეცდომის აღიარების არ ეშინია. ის განსაზღვრავს სკოლის სისტემის ხარვეზებს და პასუხისმეგლობას გადაწყვეტილებებზე თამამად იღებს.

  5. ერთგულება და მოტივირებულობა - ლიდერი მასწავლებელი თავისი საქმის ერთგულია, რომელსაც მონდომებითა და ენთუზიაზმით ასრულებს. ის მხარს უჭერს როგორც მოსწავლეების, ასევე კოლეგების განვითარებას.

  6. კომუნიკაბელურობა და მოსმენის უნარი - ლიდერ მასწავლებელს მარტივად შეუძლია გააერთიანოს ინდივიდები და ჯგუფები საერთო მიზნისთვის. ის კარგი მსმენელია, იყენებს კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიებს. თანამშრომლობს მოსწავლეებთან, კოლეგებთან, ადმინისტრატორებთან, მშობლებთან. მის ირგვლივ მყოფებს  საგანმანათლებლო საკითხების მიმართ ინტერეს აღუძრავს.

  7. სწავლის სიყვარული - ლიდერი მასწავლებელი საკუთარი თავის გაუმჯობესებას მუდმივად ცდილობს. ის აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამებში და რაც მთავარია ცოდნას სხვებსაც დიდი მონდომებით უზიარებს.

  8. მოთმინება - ლიდერი მასწავლებელი დროთა განმავლობაში აშენებს სანდო ურთიერთობებს. მას შეუძლია სტუდენტს თანაგრძნობითა და მოთმინებით განუმარტოს გაუგებარი საკითხი. ის კითხვებს არასდროს უგულებელყოფს. მშვიდად და ეფექტურად უმკლავდება წინააღმდეგობებს და სტრესულ სიტუაციებს გონებრივად მართავს. ლიდერ მასწავლებელს კარგად ესმის, რომ დიდი მიზნების მიღწევას დრო სჭირდება.

და ბოლოს, იმისათვის, რომ ადამიანი ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდეს , გარშემო მყოფებში მის სიტყვას ძალა და მნიშვნელობა ჰქონდეს, ამისთვის აუცილებელია მის მიმართ ნდობა გააჩნდეთ.
ლიდერი მასწავლებლები ნდობას მოიპოვებენ იმის მიხედვით, რასაც აკეთებენ და ამბობენ.

ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორმა ანიტა ვულფოლკ ჰოიმ განმარტა, რომ ნდობის ჩამოყალიბებისთვის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შემდეგი ხუთი თვისება:
კეთილგანწყობა,  კომპეტენცია, პატიოსნება, გახსნილობა და საიმედოობა.
ლიდერს სჯერა, რომ ჯგუფს აქვს უნარი იყოს წარმატებული. ისინი გარშემო მყოფებთან ურთიერთობენ სამართლიანი გზებით და ყოველთვის აკეთებენ იმას, რასაც ამბობენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება