სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღებში სწავლა 9 იანვარს განახლდა - გორში 1 სააღმზრდელო დაწესებულება გათბობის სისტემის დაზიანების გამო დაკეტილია
09-01-2023
-
+


გორის N1 საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის გათიშვის გამო სააღმზრდელო პროცესი გაურკვეველი დროითაა შეწყვეტილი; ინფორმაციას აღსაზრდელთა მშობლები ადასტურებენ. მათი თქმით გათბობის სისტემა გასულ თვეში დაზიანდა, აღდგენის შესახებ კი, ადმინისტარიიცსგან პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღეს.

„გათბობის სისტემა გააკეთეს, რომელმაც 2 კვირა იმუშავა და დაიწვა. ამბობენ რომ ნაწილს ვერ შოულობენ და დაკეტეს ისევ გაურკვეველი ვადით. ბაღი 29 დეკემბერს დაიკეტა მაგრამ 26-ში გათბობა უკვე აღარ იყო. ელექტრო გამათბობელი ჩართეს, რადგან საახალწლო ღონისძიებები იყო და „პლიტით“ გამთბარ ფოიეში იყვნენ ბავშვები”, – გვიყვებიან მშობლები.

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 9 იანვარს აღდგა, თუმცა როდის განახლდება სწავლა პირველ ბაღში, მშობლების თქმით, ეს ჯერ გაურკვეველია.

„დღეს უნდა განახლებულიყო სააღმზრდელო პროცესი, წუხელ დაპოსტა მასწავლებელმა, რომ ბაღი არ იმუშავებს. როდემდე, ან სხვა კითხვაზე პასუხს არ გვცემენ, ჩვენ კი ვმუშაობთ და უდიდეს დისკომფორტს გვიქმნიან”, – ამბობენ მშობლები.

წყარო „მოზაიკა“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება