სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ქვეყნები, სადაც ახალ წელს 2-ჯერ აღნიშნავენ -  რა ტრადიცია აქვს 14 იანვარს ახალი წლის აღნიშვნას?
14-01-2024
-
+


ახალი წელი საქართველოში, წელიწადში ორჯერ - 1-ელ და 14 იანვარს აღინიშნება. მაშინ, როდესაც მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება უკვე ჩამქრალია, საქართველოსთან ერთად ამ ტრადიციულ დღესასწაულს კიდევ რამდენიმე ქვეყანა ზეიმობს.

ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის კალენდარი, მეორე კი - გრიგორიანული.

ძველით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია შემონახულია ბელარუსიასა და უკრაინაში, სადაც 14 იანვრის წინა საღამოს „​უხვს“ უწოდებენ და მარხვის შემდგომ მდიდრულ სუფრას შლიან.

სერბები მას „სერბულ ახალ წელს“ უწოდებენ. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის დღესასწაულებს კვლავ იულიუსის კალენდრით აღნიშნავს. მოსახლეობის ნაწილი ძველით ახალ წელს ისევე აღნიშნავს, როგორც პირველ იანვარს. 

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებით, წმინდა საბას საკათედრო ტაძრიდან უშვებენ ფოიერვერკს, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი. ასეთივე ღონისძიებები ეწყობა სხვა ქალაქებშიც.

ახალ წელს ხვდებიან ამ დღეს საბერძნეთშიც და მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ. 

რუმინეთში ამ თარიღისთვის აცხობენ ღვეზელებს სიურპრიზებით: მონეტებით, ფაიფურის ფიგურებით, ბეჭდებით.

მაკედონიაში ეს დღესასწაული „ძველი ახალი წლის“ სახელითაა ცნობილი. 13 იანვრის ღამეს, ხალხი ქუჩებში გამოდის, სადაც მეზობლები უზარმაზარ კოცონს ანთებენ, შემდეგ კი ერთად ჭამენ და სვამენ. 

ძველით ახალ წელს ასევე აღნიშნავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები მაკედონელები, ძირითადად ავსტრალიაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

შვეიცარიის ზოგიერთ გერმანულენოვან კანტონში 13 იანვრის საღამოდან იწყებენ საზეიმო სვლას ქუჩებში და წმინდა სილვესტერის დღის აღნიშვნას. ამას გარდა, ახალ წელს ძველი სტილით აღნიშნავენ უელსში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება