| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილია ის მიმართულებები, რომლებიც განათლების წახალისების მიზნით უნდა განხორციელდეს.
დოკუმენტის თანახმად, „იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს მოსწავლისა და სტუდენტის სწავლის ხარისხი, მნიშვნელოვანია მათი მოტივირება.შერჩეულ ბენეფიციარებზე წლის განმავლობაში ერთხელ გაიცემა სტიპენდია, რომლებსაც ბოლო ორი წელი ნასწავლი აქვთ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, ამასთან მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მინიჭებული ოქროს ან ვერცხლის მედალოსანის სტატუსი.
ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებიც ბოლო ორი წელი სწავლობდნენ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებენ სახელმწიფო (50%, 70%, 100 %) გრანტს და ჩაირიცხებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე“.
ქვეპროგრამის ფარგლებში სტიპენდია გაიცემა შემდეგნაირად - სტუდენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებს 100 % გრანტს, სტიპენდიის სახით ერთჯერადად ჩაერიცხება 1000 ლარი, 70%-ის შემთხვევაში 700 ლარი, ხოლო 50% - 500 ლარი.
მოსწავლეს, რომელსაც მიენიჭება ოქროს მედალოსნის სტატუსი, წლის განმავლობაში ერთხელ სტიპენდიის სახით ჩაერიცხება 500 ლარი, ხოლო ვერცხლის მედალოსანს 400 ლარი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
შემოდგომის თემატიკაზე დაფუძნებული ტურის ფარგლებში, პატარებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინეს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა