სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში პედაგოგ ნოდარ დავითაძის სახელობის თასი გათამაშდა
29-12-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად, ყველასათვის საყვარელი პედაგოგის, ნოდარ დავითაძის ხსოვნას პატივი მიაგეს, რა მიზნითაც მისი სახელობის თასი სპორტის ერთ-ერთ სახეობაში - ფრენბურთში გათამაშდა. მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ღირსეულად იასპარეზეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

შეჯიბრის ორგანიზატორებმა - ციცინო ჭაღალიძემ და რემზი ბერიძემ პირნათლად გაართვეს თავი ამ საქმეს და ფინალურ ტურზე საბოლოო გამარჯვებულიც გამოავლინეს.

სკოლის დირექტორმა, მიხეილ ხალვაშმა გამარჯვებულ გუნდს მიულოცა და ნოდარ დავითაძის სახელობის თასი საზეიმოდ გადასცა.

იდეის ორგანიზატორი მოსწავლეები XI-კლასელი ანუკი გორგილაძე და IX-კლასელი ლუკა შაინიძე იყვნენ. 

„წარსული ცოდნის წყაროა, მომავალი კი მისი იმედის წყარო. წარსულის სიყვარული თუ გაგაჩნია, ეს იმას გულისხმობს, რომ მომავლის უდიდესი რწმენაც გაგაჩნია. ცხოვრებაში ყველაზე ღირებული ადამიანური გრძნობებია, რადგან არც არაფერი შექმნილა ამ სამყაროში ამაზე უფრო ძლიერი. სულიერ ღირებულებებს კი ის განაპირობებს, რომ უნდა იყო, იცხოვრო და დარჩე ადამიანად. ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში ღირსეული პედაგოგის, ნამდვილი ადამიანობისა და კაცურკაცობის შეუდარებელი მაგალითის, ყველასათვის საყვარელი პედაგოგის, ნოდარ დავითაძის გახსენების დღე იყო. მისი სახელის უკვდავსაყოფად სკოლაში ძალიან საინტერესო აქტივობა ჩატარდა. გათამაშდა მისი სახელობის თასი სპორტის ერთ ერთ სახეობაში, ფრენბურთში.
სპორტის გაკვეთილების სიყვარული კვლავ ძალაში რჩება და წინ კიდევ უამრავი საინტერესო, თუ სახალისო სპორტული შეჯიბრი გველოდება. გამარჯვებას ვულოცავთ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, ხოლო წარმატებებს ვუსურვებთ სკოლის თვითმმართველობის გუნდს, სპორტის მასწავლებლებსა და სკოლის თითოეულ მოსწავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება