სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის დირექტორები საუკეთესო ახალ წელს იხსენებენ - „თოვლის ბაბუას ფრთებიც აქვს და საკვამურიდან ჩამოფრინდა“
01-01-2023
-
+


ახალი წელი - წლის დასასრული, ყველაზე მრავალფეროვანი და დაუვიწყარი დღე, რომელსაც ყველა განსაკუთრებული ოცნებებითა და სურვილებით ელის. დიდი თუ პატარა საგანგებოდ ემზადება დღესასწაულისთვის, თვალებაციმციმებულნი და იმედებით აღსავსენი ელოდებიან ახალი წლის შემობრძანებას. თუმცა ყველას ცხოვრებაში არსებობს ის ერთი - განსაკუთრებული ახალი წელი, რომელიც საოცრად ჩაიბეჭდა მეხსიერებაში. სკოლის დირექტორები etaloni.ge- თან საუბრისას იხსენებენ საუკეთესო ახალ წელს მათ ცხოვრებაში.


ვახტანგ სუხიტაშვილი - გორის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველაზე ბედნიერი წელი მქონდა, მაშინ, როცა მე-3 სკოლის დირექტორად დამნიშნეს და ახალი გამოწვევის წინაშე დავდექი. ზოგადად ძალინ მიყვარს გამოწვევებთან შეჭიდება, იმდენად ჩამითრია ამ სამსახურმა და იმდენად მომეწონა ბავშვებთან ურთიერთობა, რომ ეს სირთულეები შემდგომში სიამოვნებად მექცა და ალბათ ამის გარეშე ვეღარც გავძლებ.


მაია ხუნაშვილი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი:

2022 წელი წელი იყო საუკეთესო - ახალი სკოლა აგვიშენეს! დაგვეწვა წინა შენობები და ძლივს ვახერხებდით იმ გარემოში სასწავლო პროცესის წარმოებას. ყველაზე ღირსშესანიშნავი სწორედ ის არის, რომ ძალიან კარგი გარემო შეგვიქმნეს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის.

ჩემი საჩუქარი იმდენად არ მიხარია, როგორც ბავშვების სიხარულისგან მოელვარე თვალები... მე მოსწავლეების ზეიმით ვზეიმობ და მათი სიხარულით გამოვხატავ ბედნიერებას.



ინგა ბერიძე - იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის, დანდალოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

როგორც ყველა ბავშვს, გარკვეულ ასაკამდე მეც მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის. გავიხსენებ ერთ ახალ წელს, როცა ძალიან დიდი თოვლი მოვიდა, ჩვენ უკვე ჩამოწერილი გვქონდა საჩუქრები და ვდარდობდით, რომ თოვლის ბაბუა ვეღარ შეძლებდა მოსვლას. მეორე დღეს, როცა გავიღვიძეთ, ნაძვის ხესთან მაინც დაგვხვდა შეფუთული სათამაშოები.

ვეძებდით კვალს თუ საიდან მოვიდა, თუმცა ვერსად ვნახეთ ნაკვალევი, რამაც ძალიან გაგვაკვირვა. მაშინ დედამ დაგვაჯერა რომ თოვლის ბაბუას ფრთებიც აქვს და საკვამურიდან ჩამოფრინდა ჩვენთან. ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი ჩემს ცხოვრებაში.


ვიოლა აკობიძე - ხონის მუნიციპალიტეტის,  ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი იყო ჩემთვის, როდესაც პირველად გავხდი მასწავლებელი, ვიყავი ძალიან ახალგაზრდა, 20 წლის და თან ამავე პერიოდში შემეძინა შვილი. ეს ახალი წელი ჩემმა მოსწავლეებმა გრანდიოზულად მომილოცეს, ვაღიარებ - არ ველოდი ასეთ შეხვედრას ...

1984 წელი აისახება უდიდესი ბედნიერების და მშვიდობის მომტან წლად.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

„ჩვენი სკოლის უსაყვარლესი პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ ამ პროგრამას“

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება