TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ცნობილი 5 მასწავლებელი, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს
30-12-2022
-
+


მასწავლებლობა ერთ-ერთი გავლენიანი პროფესიაა. პედაგოგი არის ის ადამიანი, ვინც ქმნის მომავალს. ყველა მოსწავლეს ახსოვს მასწავლებელი, რომელიც წლების განმავლობაში ზრუნავდა მასზე, თუმცა იშვიათია ისეთი პედაგოგი, რომელმაც მსოფლიოს გააცნო და დაამახსოვრა თავი.

გიზიარებთ მსოფლიოში ცნობილი 5 მასწავლებლის ისტორიას:

კონფუცი


ჩინელი ფილოსოფოსი კონფუცი 20 წლის ასაკში უკვე ცნობილი მასწავლებელი იყო. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც „ძი“ - „მასწავლებელი“.

კონფუციმ გადაწყვიტა, დაეარსებინა ტრადიციულ სწავლებებზე დაფუძნებული სკოლა, სადაც ადამიანი შეიმეცნებდა გარე სამყაროს, ადამიანებს და მაქსიმალურად გამოავლენდა საკუთარ შესაძლებლობებს. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მოსწავლეები „სრულყოფილ“, საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის სასარგებლო ადამიანებად აღეზარდა. ამიტომაც ასწავლიდა განსხვავებულ დისციპლინებს, რომლებიც იმდროინდელ მკაცრ სამეცნიერო კანონებს ეფუძნებოდა. კონფუცი მკაცრი მასწავლებელი იყო. მისი ცნობილი ფრაზაა: „ის ვინც არ სვამს კითხვას „რატომ?” – იმსახურებს, რომ მე ვკითხო საკუთარ თავს: რატომ უნდა ვასწავლო მას?”

ალბერტ აინშტაინი



გერმანელი ფიზიკოსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერია. მის მიერ აღმოჩენილ ფორმულას, რომელიც მასასა და ენერგიას შორის ურთიერთქმედებას გამოხატავს- E=mc2- მთელი მსოფლიო იცნობს.

ჩვენ ყველანი ვიცნობთ ალბერტ აინშტაინს, როგორც ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერს მსოფლიოში. თუმცა, როდესაც მან პირველად დაიწყო უნივერსიტეტში სწავლება, მის გაკვეთილებს ყველა სტუდენტი არ ესწრებოდა ძირითადად იმიტომ, რომ ის ისეთი გენიოსი იყო, ბევრს გაუჭირდა მისი სწავლების ენის გაგება. თუმცა, როდესაც აინშტაინის თეორიები პოპულარული გახდა, აუდიტორიები გადაივსო. ალბერტ აინშტაინი არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი, რომელიც გატაცებული იყო თავისი სფეროთი. მან წაახალისა ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ მათემატიკით და ფიზიკით. აინშტაინის ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამია: „ცოდნაზე მიშვნელოვანი წარმოსახვის უნარია. ცოდნა შეზღუდულია. წარმოსახვა კი უსაზღვრო.“

მარია მონტესორი


მარია მონტესორი იყო პირველი ქალი ექიმი იტალიაში. მოგვიანებით კი შეიმუშავა მონტესორის საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც დღესაც მთელ მსოფლიოში გამოიყენება.  მონტესორი სამედიცინო სკოლის ინსტრუქტორად მუშაობდა, მაგრამ წლების განმავლობაში ბავშვის განვითარების კვლევასა და შესწავლის შემდეგ, ის განათლების სფეროში გადავიდა და ბავშვებისთვის სწავლების პროგრამა შექმნა (მოგვიანებით ცნობილი როგორც მონტესორის მეთოდი).

28 წლის ასაკში მონტესორი სკოლის დირექტორი გახდა. სწავლების მისეული თეორია აქტუალური მაშინ გახდა, როდესაც მან ორწლიანი მუშაობის შედეგად მენტალური სირთულეების მქონე ბავშვებისთვის წერა-კითხვის სწავლება შეძლო. ბავშვებმა, რომლებიც, ფაქტობრივად, სწავლისუუნაროებად იყვნენ მიჩნეულნი, წარმატებით ჩააბარეს სკოლის გამოცდები და საშუალოზე მაღალი ქულები მიიღეს.

მონტესორის მეთოდებთან დაკავშირებული კვლევების უმეტესობამ აჩვენა, რომ მონტესორის სკოლის მოსწავლეები ტრადიციული სკოლების მოსწავლეებზე კრეატიულები და შემოქმედებითები არიან. მონტესორის პედაგოგიკა აქტუალობას არც 21-ე საუკუნეში კარგავს და აქტიურად გამოიყენება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში.

ჯოან როულინგი



სანამ ჯოან როულინგი პოპულარული მწერლობით გახდებოდა, ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ — პირველი წიგნია ჰარი პოტერის რომანების სერიაში, რომლის ავტორიც სწორედ ჯოან როულინგია. იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოიპოვა. მისი მოსწავლეები, მასწავლებლის წარმატებით, ალბათ, ძალიან ამაყობენ.

დედა ტერეზა


დედა ტერეზა, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, ინდოეთში მონაზვნად მსახურობისას მასწავლებლად მუშაობდა. მან 17 წელი გაატარა კალკუტას სენტ მარიამის გოგონების საშუალო სკოლაში და მოგვიანებით სკოლის დირექტორად დაინიშნა. შემდეგ მან ჩამოაყალიბა საქველმოქმედო გაერთიანება, რომლის საქმიანობასაც გაჭირვებულთა შეფარება და მკურნალობა წარმოადგენდა, მიუხედავად მათი ეროვნებისა და სარწმუნოებისა. დედა ტერეზა სწრაფად გახდა ცნობილი, როგორც ღარიბებისა და ავადმყოფების მხსნელი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იქნება - ცვლილება იმ აბიტურიენტებს ეხებათ, რომლებმაც მინიმალური ბარიერი ყველა საგანში გადალახეს

სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგები და სია ცნობილია - ქულათა გათანაბრების ცხრილი

მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება