TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლებში საცდელი ტესტირება ჩატარდა - დეტალები
23-12-2022
-
+


20-23 დეკემბერს პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ ფარგლებში კიდევ ერთი პილოტირება ჩატარდა. თითოეულ დღეს  თითო სესიაში მონაწილეობდა 500-მდე მეხუთე და მეშვიდეკლასელი მოსწავლე 21 საჯარო სკოლიდან. სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩა. პილოტირების ფარგლებში ამჯერად პლატფორმაზე დამატებული ახალი ფუნქციონალი და დიზაინი გამოიცადა. 
 
შეგახსენებთ, რომ პროექტის შეფასება განვითარებისათვის“ მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში. 
 
პროექტზე მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო; მას შემდეგ ელექტრონული პლატფორმისა და ტესტირების ფორმატის დახვეწის, ასევე  მისი სკოლის საჭიროებებთან  მაქსიმალურად მორგების მიზნით არაერთი პილოტირება ჩატარდა.  პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მომავალში სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. გარდა ამისა, შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება