სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორების საყურადღებოდ - NAEC ინფორმაციას აქვეყნებს
23-12-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლის დირექტორების საყურადღებოდ, ინფორმაციას აქვეყნებს: 23 დეკემბრიდან შესაძლებელია 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მოსაწვევის ამობეჭდვა. 
 
შეგახსენებთ, რომ მოსაწვევზე მითითებულია დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილის, ასევე დროის თაობაზე და მის მიწოდებას მოსწავლეებისათვის სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. 

მოსაწვევის ამოსაბეჭდად მიჰყევით ბმულს. 
 
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს დაიწყება. 
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე  - (995 32) 2 47 33 33. 
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;  09:00 საათიდან 18:00 საათამდე (მათ შორის, უქმე დღეები - 3-6 იანვარი). 
 
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და მისი მიზანია  სასწავლო პროცესის სტიმულირება, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, ასევე იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე მონაწილეობას საქართველოს სახელით მიიღებენ.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება