| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი 29 დეკემბერს სრულდება. 30 დეკემბრიდან ზამთრის არდადეგები დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება.
სემესტრის ბოლო კვირას სკოლებში ყოველთვის შეიმჩნევა მოსწავლეთა სიმცირე. საახალწლო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ კი მოსწავლეთა დიდი ნაწილი სკოლაში აღარ დადის. ისეც ხდება, რომ სემესტრის ბოლო დღეებში კლასში სულ რამდენიმე მოსწავლე ცხადდება. ასეთ დროს შეუძლია თუ არა მასწავლებელს, რომ გაკვეთილი არ ჩაატაროს ან საერთოდ გააცდინოს?
მოსწავლეები სკოლაში ივლიან თუ არა, ამას მასწავლებლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი სკოლაში მაინც უნდა გამოცხდდნენ და სამსახურში იარონ იქამდე, სანამ არდადეგები ოფიციალურად არ დაიწყება. მასწავლებელს არ აქვს უფლება, რომ დირექციასთან შეთანხმების გარეშე გააცდინოს გაკვეთილი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კლასში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა გამოცხადდა.
მასწავლებელმა გაკვეთილი უნდა ჩაატაროს მაშინაც, თუ კლასში რამდენიმე მოსწავლე გამოცხადდება. რაც შეეხება გაკვეთილის თემას, ახალს ახსნის თუ ძველი მასალის განმტკიცებას გადაწყვეტს, ეს პედაგოგის არჩევანია.
დირექციას უფლებამოსილია, მოსწავლეთა სიმცირის გამო შეამციროს გაკვეთილების რაოდენობა, მაგრამ არ აქვს უფლება, რომ გაკვეთილები სრულად გააუქმოს და არდადეგები სამინისტროს მიერ დათქმულ თარიღზე ადრე გამოაცხადოს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა