სიახლეები
სიახლეები

15 შთამაგონებელი ციტატა მასწავლებლებზე - „მოსწავლეებს არ აინტერესებთ რამდენი იცით, სანამ არ გაიგებენ, რამდენად ზრუნავთ მათზე“
23-12-2022
-
+


მასწავლებლობა ერთ-ერთი საინტერესო პროფესიაა. ამას მოწმობს სხვადასხვა მწერლის, პოლიტიკოსის, აკადემიკოსისა თუ გამოჩენილი ადამიანის მიერ პედაგოგებისადმი მიძღვნილი ციტატები.

გთავაზობთ 15 შთამაგონებელ ფრაზას, რომლებიც მასწავლებლებს სიამაყით აავსებენ და საკუთარი პროფესიის სიკეთეზე კიდევ ერთხელ დააფიქრებენ.

  1. „მე ვერავის ვერაფერს ვასწავლი; მე მხოლოდ მათი დაფიქრება შემიძლია“ (სოკრატე) - მასწავლებლები სვამენ კითხვებს და ეხმარებიან მოსწავლეებს პასუხების მოძებნაში. თუმცა, სწავლა არ არის მხოლოდ სწორი პასუხის პოვნა, არამედ ისაა გზების სწავლება, რომელსაც მივყავართ პასუხამდე. 
  2. „მითხარი და დამავიწყდება. მასწავლე და დავიმახსოვრებ. ჩამრთე და ვისწავლი“ (ბენჯამინ ფრანკლინი) - დროთა განმავლობაში გაკვეთილებს ვივიწყებთ, მაგრამ მიღებული გამოცდილება კვალს ტოვებს. მასწავლებლებს აქვთ პრივილეგია, მოსწავლეებს ადრეულ ასაკში მისცენ გამოცდილება.
  3.  „სწავლება ოპტიმიზმის უდიდესი გამოვლინებაა“ (კოლინ უილკოქსი) - მოსწავლეთა მხრიდან უპატივცემულობის, რთული ქცევისა ენთუზიაზმის ნაკლებობის პირობებში, მასწავლებლებს აქვთ რწმენა. ისინი გვირაბის ბოლოს სინათლეს ხედავენ და მოსწავლე ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავთ წარმატებამდე - ეს არის ჭეშმარიტად ოპტიმიზმის უდიდესი ძალა.
  4. „თუ ერთი წლის განმავლობაში გეგმავთ, ბრინჯი დათესეთ; თუ გეგმავთ ათწლეულს, დარგეთ ხეები; თუ მთელ ცხოვრებას გეგმავთ, გაანათლეთ ხალხი“ (ჩინური ანდაზა) - ცოდნა აზროვნების საკვებია. თუ გსურთ ძირეული და სასიკეთო ცვლილებები, ამას მხოლოდ ხალხის განათლებით შეძლებთ.
  5. „მასწავლებლობა არის ერთადერთი პროფესია, რომელიც ქმნის ყველა სხვა პროფესიას“ - მასწავლებლები ზრდიან კინორეჟისორებს, ასტრონავტებს, არქიტექტორებს, მეწარმეებს... რომ არა მასწავლებლები, მსოფლიოს არ ეყოლებოდა ადამიანები, რომლებიც ცვლიან სამყაროს.  საბოლოო ჯამში, სწორედ მასწავლებლებს აქვთ უდიდესი ძალა, შექმნან სუპერგმირები.
  6. „ოცნების ახდენა იწყება, უმეტესად, მასწავლებლით, რომელსაც სჯერა შენი, რომელიც გიბიძგებს და გიბიძგებს შემდეგი საფეხურისკენ, ხანდახან მწარე ჯოხსაც გახვედრებს, რომელსაც სიმართლეს უწოდებენ“ - ზოგჯერ სიმართლე მტკივნეულია. მოსწავლეები პატივს უნდა სცემდნენ მასწავლებლებს, მაათ, ვინც მტკიცე და ხშირად მკაცრია, რადგან საბოლოო ჯამში, ეს სიმკაცრე მოსწავლეთა წარმატებისთვის აუცილებელია.
  7. „როგორია მასწავლებელი, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რასაც ის ასწავლის“ (კარლ მენინგერი) - ჩვენ ვასწავლით იმას, რაც ვიცით, მაგრამ როგორ გავცემთ, ჩვენზეა დამოკიდებული. მასწავლებლების გაზიარებული ცოდნა მოსწავლეებს ყოველთვის იმის მიხედვით დაამახსოვრდებათ, თუ როგორ გრძნობდნენ ისინი თავს სწავლის დროს.
  8. „ჩვეულებრივი მასწავლებელი ამბობს. კარგი მასწავლებელი განმარტავს. უკეთესი მასწავლებელი აჩვენებს. საუკეთესო  მასწავლებელი შთააგონებს“ (უილიამ ა. უორდი) - შთაგონების ცეცხლის ანთებას მხოლოდ ნაპერწკალი სჭირდება. კლასში მასწავლებლები აცოცხლებენ იდეებს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემით, არამედ ფანტაზიის წახალისებით. 
  9. „ათას დღეს გულმოდგინე სწავლას სჯობს ერთი დღე დიდ მასწავლებელთან“ (იაპონური ანდაზა) - ჭეშმარიტად დიდი მასწავლებლისგან სწავლა აღმოჩენაა და არა უბრალოდ სწავლა. შთაგონებული მოსწავლისთვის ერთი ასეთი დღე ათასდღიანი სწავლის ტოლფასია.
  10. „კარგი მასწავლებელი სანთელს ჰგავს - ის თავის თავს წვავს სხვებისთვის გზის გასანათებლად“  (მუსტაფა ქემალ ათათურქი) -  ხელფასი, ანაზღაურებადი შვებულება და არდადეგები სასიამოვნოა, მაგრამ მსხვერპლი, რომელსაც მასწავლებლები გასცემენ, ფასდაუდებელია. ხშირად შეუმჩნეველია მასწავლებელთა შეუპოვარი შრომა, მხოლოდ მათ იციან, რომ ვერ მიიღებენ იმის სანაცვლოს, რასაც გასცემენ, თუმცა არასოდეს ნებდებიან.
  11. „ბავშვებს უნდა ასწავლონ როგორ იფიქრონ და არა რა იფიქრონ“ (მარგარეტ მიდი) - კანონები, თეორიები და ფაქტები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ლოგიკური აზროვნების პროცესი არის ის, რაც გვაიძულებს წინსვლას. მასწავლებლებს არასოდეს უნდა დაავიწყდეთ, რომ ისინი ახალ გონებას აყალიბებენ და არ უნდა მოაქციონ ჩარჩოებში.
  12. „შეგიძლია მოსწავლეს ასწავლო გაკვეთილი ერთი დღით, მაგრამ თუ შეგიძლია ასწავლო ცნობისმოყვარეობა, ის სწავლას მანამდე გააგრძელებს, სანამ ცოცხალია“ (კლეი პ.ბედფორდი) - ცნობისმოყვარე გონება ვერ დაკმაყოფილდება. მას სურს ყოველდღე ნახოს, იგრძნოს და ისწავლოს. 
  13. „თუ ბავშვები მოდიან ჩვენთან ძლიერი, ჯანსაღი,აქტიური ოჯახებიდან, ეს აადვილებს ჩვენს საქმეს. თუ ისინი არ მოდიან ჩვენთან ძლიერი, ჯანსაღი, აქტიური ოჯახებიდან, ეს უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჩვენს საქმეს“ - მოსწავლეებზე შეიძლება გავლენა იქონიოს ოჯახმა და აღზრდამ, მაგრამ მასწავლებლების გადასაწყვეტია, გამოავლინოს თითოეულში ნიჭი და ძალა. თითოეულ მოსწავლესთან მოპყრობა ისე, როგორც უნიკალურთან, ყოველდღიური გამოწვევაა, რაც მასწავლებლებს აიძულებს გვერდი აუარონ პიროვნულ მიკერძოებებს და წინასწარგანწყობებს.
  14.  „მოსწავლეებს არ აინტერესებთ რამდენი იცით, სანამ არ გაიგებენ რამდენად ზრუნავთ მათზე“ - ზრუნვა ვლინდება ქმედებებით, მოტივებითა და პირადი მსხვერპლით.
  15. „პატარა გონების ჩამოყალიბებას დიდი გული სჭირდება“ - დიდი გული არ არის მიდრეკილი ძალაუფლების, სტატუსის ან აღიარების ძიებისკენ. დიდი გული ზრუნავს სუსტებსა და პატარების საჭიროებებზე. ალბათ ამიტომაცაა, რომ ყველას მოწოდება არაა მასწავლებლობა. 

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების გამოცხადების ვადა ცნობილია

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 7 ივლისიდან დაიწყება - ვადები და ინსტრუქცია

„საქვეყნო მნიშვნელობის ოჯახები“ ზრდიან სახელმწიფოებრივ განვითარებაზე ორიენტირებულ შვილებს“...

რა უნდა იცოდეთ, რომ მაღლი ქულა მიიღოთ ინგლისურის გამოცდაში - მნიშვნელოვანი რჩევები, სიტყვებისა და დამხმარე სიტყვების ჩასმის დავალების კარგად შესასრულებლად

თითოეულ ბაღში აღსაზრდელთა სწრებადობა და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ციფრული მატარებლებით გადამოწმდება

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეები დაინტერესდნენ კანიონებით, ჩანჩქერებით, მოეწონათ ნავებით გასეირნება

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება