სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაშურის N7 საჯარო სკოლა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას შეუერთდა 
09-12-2022
-
+


ქალაქ ხაშურში, დიმიტრი ყიფიანის სკვერში, ხაშურის N7 საჯარო სკოლის მიერ, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კვირეულის ფარგლებში, განხორციელებული სასკოლო აქტივობების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებას შეუერთდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნინო ლიპარტელიანი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ზვიად გოგუაძე.

აქტივიზმის 16-დღიანი კამპანია  ხორციელდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან მომდინარეობს,  იგი 25 ნოემბერს იწყება და მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.

„ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა გლობალური უბედურებაა და, სამწუხაროდ, მსოფლიოში ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დარღვევად რჩება. მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი მთელი ცხოვრება იტანჯება სახლში ან სამსახურში მის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კვირეულის ფარგლებში თითოეულმა კათედრამ წარმოადგინა სხვადასხვა ტიპის აქტივობა:

  • დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წაიკითხეს „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“, როგორც აღნიშნეს ეს წიგნი მთელი მსოფლიოს გოგონებს შთააგონებს, თამამად იოცნებონ, დიადი მიზნები დაისახონ და მედგრად იბრძოლონ მათ მისაღწევად.
  • მოხდა განხილვა თემაზე - ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია"
  • თამარ მეფე, როგორც ძლიერი ქალი პოლიტიკოსი, დედა და კეთილგონიერი მართველი.
  • საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის გაიმართა ფილმის ჩვენება - ,,დამალული ფიგურების" , ფილმის ნახვის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
  • სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან, სადაც ისაუბრეს თემას: „ნებისმიერი ფორმით ძალადობა დანაშაულია“.
  • მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტი „ძალადობა ბედნიერების სახელით“, დაამზადეს გაზეთები და პოსტერები
  • ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე გაიმართა ნახატების კონკურსი.
როგორც სკოლის დირექცია გვამცნობს 11 დეკემბერს დაგეგმილია შეხვედრა შიდა ქართლის სახალხო დამცველის წარმომადგენელთან და 13 დეკემბერს საიას წარმომადგენელთან.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება