სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო კათედრის კვირეული გაიმართა
09-12-2022
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია საბუნებისმეტყველო კათედრის კვირეული, რომელიც სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებითა და საგანმანათლებლო ღონისძიებებით წარიმართა. 

კვირეულის ფარგლებში, IX კლასში ბიოლოგიასა და ფიზიკაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. VII-VIII-IX კლასებში კი გაიმართა მაია ზარქუას სახელობის საბუნებისმეტყველო კონკურსი.

გამარჯვება წილად ხვდა VII კლასის გუნდს - „ვარსკვლავები“. 

კვირეულის დასასრულს მოეწყო გამოფენა-პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც დაწყებითი კლასების, ასევე საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

გამოფენილი იყო პლასტელინისგან გამოძერწილი კონტინენტების მოდელები, ასევე მოსწავლეთა შექმნილი გლობუსები, წყლისა და ხმელეთის, ვულკანების, დედამიწის აგებულების, მზისა და და მთვარის დაბნელების, ცისარტყელას მოდელები.

ასევე მეხუთეკლასელებმა წარმოადგინეს​ დაკვირვებები, ჰაერის წონაზე, დედამიწის მიზიდულობაზე, ნიადაგის შემადგენლობაზე, ისაუბრეს თუ რა იყო მიზანი და რა შედეგი მიიღეს.

მეცხრეკლასელებმა STEAM საგნების პოპულარიზაციის მიზნით, ფილტვის და კაპილარულ-ალვეოლური მოდელი, კანის და თავის ტვინის მოდელები გამოფინეს და ისაუბრეს თუ რას ემყარება თითოეული მოდელის შექმნა, ასევე თუ როგორ რეგულირდება ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პროცესი.

მეშვიდეკლასელებმა კი ისაუბრეს მათ მიერ წინა წლებში შექმნილ წითელ წიგნებზე და აღნიშნეს თუ რა იყო მათი დანიშნულება და შექმნის მიზანი. ამავდროულად, გამოსახეს ცისარტყელა ჭიქაში, რომლის მთავარი
თემა იყო სიმკვრივე. იქვე ჩააატარეს დაკვირვება, თუ რა ხდება ძმრისა და სოდის ურთერთქმედებისას, რა გამოიყოფა და იქვე გასცეს შეკითხვას პასუხი - რატომ გაიბერა ბუშტი?.

საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს STEAM პროექტი- პელტიეს ელემენტი, ბლუთუზით მართვადი რობოტი „ეშმაკის ბორბალის“ მოდელი.

გამოფენა-პრეზენტაციას ესწრებოდნენ წალენჯიხის N1 და ობუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოხდა გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარება მოსწავლეებს და მასწავლებლებს შორის.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის. კათედრის წევრებს: ეკა ნაჭყებიას, მედეა როგავას, ინგა რატიას, მაკა სონგულიას კათედრაზე აქტიური თანამშრომლობისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

მასწავლებლებს ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ევალებათ - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ზოგადი განათლების მიღების ახალი წესი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება