სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უნდა დაიწეროს თუ არა განმავითარებელი შეფასებები ელექტრონულ ჟურნალში I სემესტრის ბოლოს? - როგორ უნდა შეფასდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები?
07-12-2022
-
+


პირველი სემესტრი სრულდება. მოსწავლეებს სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად ელექტრონულ ჟურნალში სემესტრული შეფასებები დაეწერებათ.

განმსაზღვრელი შეფასებები პირველი სემესტრის ბოლოს მხოლოდ VI-XII კლასებში იწერება. რაც შეეხება I-V კლასებს, პირველ სემესტრში პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით მხოლოდ განმავითარებელი შეფასების დაწერაა შესაძლებელი.

დაწყებით კლასებში განმავითარებელ შეფასებას მასწავლებლები ყოველდღიურად გასცემენ. ეს შეიძლება იყოს ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირი, წამახალისებელი მითითებები, სიმბოლური ნიშნები და სხვა. განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

საჭიროა თუ არა, პირველი სემესტრის ბოლოს ელექტრონულ ჟურნალში ჩაიწეროს განმავითარებელი შეფასებები?

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, დაწყებითი კლასების მასწავლებლების მიერ განმავითარებელი შეფასების დაწერა აუცილებელია სასწავლო წლის ბოლოს, რაც შეეხება პირველი სემესტრის დასასრულს, ამის შესახებ კატეგორიული მოთხოვნა დოკუმენტში არაა.

„I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, IV კლასის ბოლოს უნდა დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

პედაგოგს, სურვილის შემთხვევაში, ელექტრონულ ჟურნალში განმავითარებელი შეფასების შეტანა შეუძლია ნებისმიერ კომპონენტში, მაგალითად საკლასო დავალებაში. შეგახსენებთ, რომ I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში როგორც საკლასო, ასევე შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება იწერება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება