სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტესტის ჩატარების წესი და პერიოდულობა დადგინდა - დეტალები ბრძანებით განისაზღვრა 
06-12-2022
-
+


პირველი და მეორე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებისთვის პენეტრაციის (შეღწევადობის) ტესტის ჩატარების წესისა და პერიოდულობის დადგენის შესახებ ბრძანება გამოქვეყნდა. 

პენეტრაციის ტესტის საგანი და მისი ჩატარების ფარგლები:

პენეტრაციის ტესტის ჩატარება შესაძლოა განხორციელდეს ორგანიზაციის საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შემდეგ ნაწილებზე:

ა) კომპიუტერული ქსელი და ქსელური მოწყობილობები;
ბ) სერვერული მოწყობილობები;
გ) ოპერაციული სისტემები;
დ) ინდუსტრიული კონტროლისა და ავტომატიზაციის სისტემები;
ე) საბოლოო მომხმარებლები;
ვ) აპლიკაციები, მათ შორის მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამული პლატფორმები;
ზ) მონაცემთა ბაზები;
თ) ორგანიზაციის ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოწყობილობები.

პენეტრაციის ტესტი შესაძლოა ჩატარდეს ორგანიზაციის როგორც გარე პერიმეტრზე, ისე შიდა ქსელში არსებულ რესურსებზე.
ორგანიზაციისა და სააგენტოს შეთანხმებით შესაძლებელია პენეტრაციის ტესტის ჩატარების საგნის ან/და პერიმეტრის შერჩევა. 

პენეტრაციის ტესტი ტარდება მინიმუმ 3 წელში ერთხელ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უშუალოდ პენეტრაციის ჩატარების თარიღი ემთხვევა ორგანიზაციის უშუალოდ პენეტრაციის ტესტს დაქვემდებარებული  საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამების განახლების ან/და დამატებითი კონტროლების დანერგვის პერიოდს. ასეთ შემთხვევაში პენეტრაციის ტესტი ტარდება ინფრასტრუქტურის განახლების ან/და დამატებითი კონტროლების დანერგვიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება