სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვანი კომპლექსური დავალება შეასრულეს
05-12-2022
-
+


თბილისის N136 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. კომპლექსურ დავალებებს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები კი მათ ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. 

მათ შორის, 28 ნოემბერს, მე-5 კლასში ინგლისურის მასწავლებლის - ვიქტორია მოშენსკაიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება -  Elliott is famous შეასრულეს.

მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, გააფორმეს თავისი ნახატებით და ნამუშევრები წარადგინეს კლასში.

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა გაიღრმავეს ცოდნა აღნიშნულ საკითხში. პრეზენტაციების წარდგენით კი, ისინი ეჩვევიან საჯარო გამოსვლებს და ორატორულ ხელოვნებას.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ ვიქტორია მოშენსკაიას საინტერესო კომპლექსური დავალების დაგეგმვისთვის და მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება