სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ჭიათურაში „ეტალონის“ წარმატებული ტურის შემდეგ მეორე ეტაპისთვის ემზადებიან
16-04-2018
-
+


ჭიათურის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში ჭიათურის რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ. 

ჭიათურის რესურსცენტრის უფროსი ნუგზარ მიროტაძე:

„ჭიათურა „ეტალონის“ დაარსების დღიდან მისი გულშემატკივარი და თანამოაზრეა. ინტელექტ-ჩემპიონატის მიმართ ინტერესი ყოველთვის იზრდება. სკოლები წელსაც მაღალი აქტივობით ჩაერთნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჭიათურელი მოსწავლეები „ეტალონში“ თავიანთი შედეგებითაც გამოირჩევიან. პროექტი ძალიან მნიშნელოვანია ინტელექტუალური თვალსაზრისით. „ეტალონმა“ მოსწავლეები წიგნთან დააბრუნა, უფრო მოწადინებულები არიან, რომ უკეთ ისწავლონ. ეს მონდომება საკმაოდ მნიშვნელოვნად აისახა მოსწავლეების შედეგებზე.“

თაბაგრების საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ გურული:

„ძალიან კმაყოფილები და მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი ტარდება. ჩვენი მცირეკონტინგენტიანი სკოლა ყოველ წელს აქტიურად არის ჩართული ინტელექტ-ჩემპიონატში.  „ეტალონი“ მოსწავლეებში სწავლის მიმართ მოტივაციას ზრდის, ბავშვებს უფრო კონკურენტურიანს ხდის. დიდი მადლობა პროექტს ამისთვის.“

თაბაგრების საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაია ჯაჯანიძე:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელმაც ბავშვები წიგნისკენ მოაბრუნა. ინტელექტ-ჩემპიონატის მიმართ ჩვენს სკოლაში დაიანტერსება ყოველთვის დიდია. წელსაც ხალისით ჩაერთნენ ბავშვები. შედეგებითაც კმაყოფილები ვართ. უმაღლესი ქულა 74 დაფიქსირდა. იმედია, გაისად უკეთეს შედეგებს მივაღწევთ. „ეტალონი“ ძალიან მოგვწონს. ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან დიდ საქმე საკეთებს.“

მორძგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ბარჯაძე:

„პროექტი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უდავოა და ამაზე სხვა აზრი არ არსებობს. ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეების ცოდნის მიმართ მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. ამისათვის დიდი მადლობა „ეტალონის“ ავტორსა და წამყვანს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ჩვენი სკოლიდან „ეტალონის“ შემდეგ ტურში ერთი მოსწავლე გადავიდა, წარმატებებს ვუსურვებ მას ხვალინდელ ღინისძიებაზე. “

მორძგვეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მეგი გიორგაძე:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები სიხარულითა და მაღალი მოტივაციით ჩაერთნენ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის მიმართ ბავშვების დაინტერესება ყოველთვის დიდია. ობიექტურად და წესების დაცვით ჩავატარეთ ტესტირება. ერთი მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში. წარმატებებს ვუსურვებ მას.“

შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ნეფარიძე:

„ეტალონი“ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ყოველთვის დროული აქტივობებით გამოირჩევა. ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის სურვილი ძალიან ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა. ისინი დაინტერესებულები არიან ამ პროექტით და სწორედ ამიტომ ყოველთვის ხალისით მონაწილეობენ მასში. აღსანიშნავია, რომ კითხვები ძალიან კარგად იყო შერჩეული. შესარჩევ ტურში მოსწავლეები მოტივირებულები იყვნენ, რომ თავიანთი ცოდნა მაქსიმალურად გამოევლინათ.“

შუქრუთის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეიმურაზ მაჭარაშვილი:

„ეტალონის“ შესარჩევმა ტურმა ჩვენს სკოლაში კარგად ჩაიარა. ტესტირებაში მონაწილე მოსწავლეებიდან მხოლოდ ორმა ვერ შეძლო ბარიერის გადალახვა, დანარჩენებმა წარმატებით გაართვეს თავი ტესტებს. იმ მოსწავლეებს, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, მაგრამ მეორე ტურში ვერ გადავიდნენ, ერთი სული აქვთ, როდის აიღებენ „ეტალონის“ სერტიფიკატს. მეორე ტურში, რომელიც ხვალ გაიმართება, ჩვენი სკოლიდან ორი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ამ ორ მოსწავლეს და არამხოლოდ მათ, რეგულარულად ვამეცადინებთ. ძალიან მადლიერები ვართ ამ პროექტის. კარგია, რომ კითხვები რამდენიმე საგნიდანაა. მოსწავლეები ამ საგნებში თავიანთი ცოდნის დონეს აფასებენ.“

ჭიათურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა შუბითიძე:

„ჩვენი სკოლა აქტიურად ჩაერთო „ეტალონის“ ტესტირებაში. ობიექტურად და წესების დაცვით ჩატარდა შესარჩევი ტური. მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს მასწავლებელები ამზადებენ. „ეტალონი“ მნიშვნელოვანი პროექტია.“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, მათი მონდომებითა და პასუხისმგებლობით!“

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე მოსწავლეები გადანაწილებულნი იყვნენ ბრალდების, დაცვისა და სასამართლოს გუნდებად

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება