სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიცანით სტუდენტი, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს საუკეთესო შედეგი აჩვენა
14-11-2022
-
+


საბა თავართქილაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია. 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით (ქვეყნის მასშტაბით), საბამ საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველ ადგილზეა. მან ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. 100%-იანი სახელმწიფო გრანტით კი KIU-ში ჩაირიცხა. 

ნიჭიერ ახალგაზრდას ბავშვობიდან სხვადასხვა ინტერესები და მისწრაფებები ჰქონდა. სკოლის ადრეულ პერიოდში ბიოსამედიცინო და ელექტრო ინჟინერიით, ხოლო მოგვიანებით პროგრამირებით იყო გატაცებული.

„სიმართლე გითხრათ, ერთი კონკრეტული ჰობი არ გამაჩნია, საყვარელი საქმიანობა თავისუფალი დროის განსხვავებულად, საინტერესოდ, რაიმე ახლის კეთებაში გატარებაა. აბიტურიენტობისას გარკვეული პერიოდი მიმტანად ვმუშაობდი, რაც საკმაოდ სასიამოვნო გამოცდილება იყო. ბავშვობაში ყველაზე მეტად ბიოსამედიცინო და ელექტრო ინჟინერია მაინტერესებდა. ელექტრო ინჟინერიაზე სიარულის დროს  პროგრამირებაც ვისწავლე. ეს სფერო მას შემდეგ მიზიდავს“, - აღნიშნავს სტუდენტი. 

როგორც საბა გვიყვება, პროფესიის არჩევისას გადამწყვეტი როლი უნივერსიტეტმა ითამაშა. KIU-ს ინგლისურენოვანი პროგრამებით იმთავითვე მოიხიბლა. გაზაფხულზე მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღია კარის დღეებში, რომლის ფარგლებშიც ადგილზე გაეცნო მსოფლიო დონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. ნანახით აღფრთოვანებულმა KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა აირჩია და, ცხადია, მიზანსაც წარმატებით მიაღწია. 

„უცხოეთში სწავლა ჩემთვის მიმზიდველი იყო, მაგრამ რეალურად სხვა ქვეყანაში წასვლა არ მსურდა. როდესაც KIU-ს შესახებ გავიგე ძალიან დავინტერესდი. უმაღლესი ხარისხის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტებთან ერთად კამპუსზე დამოუკიდებელი ცხოვრება, უცხოელი ლექტორები - ამ ყველაფერმა საბოლოოდ გადამაწყვეტინა აქ ჩაბარება“, - გვიყვება საბა.

სკოლის პერიოდში იყო მრავალი წარმატება. საბა აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში (მათემატიკის, ფიზიკისა და ინგლისური ენის მიმართულებით). 2021 წელს ფიზიკის ოლიმპიადაზე მე-3 ტურში გადავიდა და მე-6 ადგილი დაიკავა. ამის გათვალისწინებით, ახალგაზრდა ბაქსვუდის ბანაკში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა პანდემიის გამო აღნიშნული ბანაკი არ განხორციელდა. 2022 წელსაც ჩაერთო ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში, მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებით (აქაც მე-3 ტურში გადავიდა). როგორც თავში აღვნიშნეთ, საბა სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდა, საგნებში მიღებული მაქსიმალური შეფასებების გამო, სკოლამ წარჩინებულ მოსწავლეებთან ერთად ერთ-ერთ საზაფხულო ბანაკში გაუშვა.
საბა KIU-შიც აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში. მიაჩნია, რომ დღეს ერთ-ერთ საინტერესო გამოცდილებას იღებს ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტში. როგორც ოქროს მედალოსანს და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს, უნივერსიტეტმა გრანტების ფონდიდან რექტორის სტიპენდია გამოუყო.
ამ ეტაპზე, წარმატებული ახალგაზრდის  უმთავრესი მიზანი ხარისხიანი განათლების მიღებაა. პროფესიულ მიზნებს მას შემდეგ დაისახავს, რაც გარკვეულ ცოდნას დააგროვებს და უფრო კონკრეტულ კარიერულ მიმართულებებზე ჩამოყალიბდება. მანამდე კი KIU-ს სტუდენტს წინ საინტერესო და დატვირთული სასწავლო წლები ელოდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება