სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაკვეთილების გაცდენის საპატიო მიზეზები დეტალურადაა განსაზღვრული
13-11-2022
-
+


ეროვნულ სასწავლო გეგმაში მითითებულია მიზეზები, რომლის შემთხვევაშიც მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენა შესაძლოა საპატიოდ ჩაითვალოს.

საპატიოდ ჩაითვლება გაცდენა, რომელიც გამოწვეულია: მოსწავლის ავადმყოფობით; სამედიცინო გამოკვლევებით; ახლო ნათესავის გარდაცვალებით; დაწყებით საფეხურზე მშობლის ან მეურვის უუნარობით, მიიყვანოს მოსწავლე სკოლაში; მოსწავლის მოკლევადიანი მოგზაურობით, რომელიც 1 სასწავლო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს; მოსწავლის ვალდებულებით გამოცხადდეს ოფიციალურ სახელმწიფო დაწესებულებებში; მოსწავლის ოჯახის წევრების ავადმყოფობისას, მოსწავლის მიერ მათზე ზრუნვის აუცილებლობით ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა მოსწავლე იღებს მონაწილეობას ისეთ ღონისძიებაში, რომელიც ეხება მოსწავლის უნარებისა და ცოდნის გაღრმავებას ან წარმოჩენას. საპატიოდ ითვლება ასევე გაცდენები, რომლებიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. 

მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წინასწარ აცნობებს დამრიგებელს მოსწავლის მიერ გაკვეთილის მოსალოდნელი გაცდენის თაობაზე. იმისთვის, რომ გაცდენა საპატიოდ ჩაითვალოს, მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია მოსწავლის სკოლაში გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს განცხადება, სადაც ის აღწერს მისი შვილის ან მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის მიერ გაკვეთილის გაცდენის მიზეზებს.

გაცდენის საპატიოდ მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი დამრიგებლის წარდგინების საფუძველზე. თუ დირექტორი გაცდენას მიიჩნევს არასაპატიოდ, მოსწავლის გაცდენის საკითხი განსახილველად გადაეცემა დისციპლინურ კომიტეტს, თუ მოსწავლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ ეთანხმება დირექტორის გადაწყვეტილებას. საბოლოო გადაწყვეტილებად ითვლება დისციპლინური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსწავლის გაცდენის არასაპატიოდ მიჩნევის თაობაზე, რომელიც  საჩივრდება სკოლის სამეურვეო საბჭოში ან სააპელაციო კომიტეტში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების წარმოდგენამდე ან, თუ გაკვეთილის გაცდენა არ არის გამოწვეული ერთ-ერთი ზემოთ ჩამოთვლილი საპატიო მიზეზით, გაცდენა მიიჩნევა არასაპატიოდ, თუ მშობლი/კანონიერი წარმომადგენლი 5 დღეში არ წარმოადგენს შესაბამის განცხადებას.

დამრიგებელი  ვალდებულია დასწრების წესების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს მშობლებსა და/ან მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, რასაც ზედამხედველობას უწევს სკოლის დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება