სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

3 რამ პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტიდან, რამაც მასწავლებლები გააღიზიანა - რა სურთ პედაგოგებს?
11-11-2022
-
+


სამინისტრომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, დოკუმენტი შეიმუშავა, რომელშიც აღწერილია, რა კომპეტენციას უნდა ფლობდნენ წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, ასევე რა სახის აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინონ მათ პროფესიულ საქაღალდეში.

უწყებამ მასწავლებლებს დოკუმენტი ინდივიდუალურად გაუგზავნა და პედაგოგების უკუკავშირით დაინტერესდა. მასწავლებლებმა სამინისტროს დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები გაუგზავნეს, რომელსაც უწყება განიხილავს, შემდეგ კი კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები ოფიციალურად შევა. იქამდე კი მასწავლებლები სოციალური ქსელის ჯგუფებში პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავენ.

რა არ მოეწონათ მასწავლებლებს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტში და რამ გააღიზიანა პედაგოგები?

მენტორის ბუნდოვანი კომპეტენციები - მასწავლებელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მენტორის სტატუსის მისაღებად შემუშავებული ნაბიჯები ბუნდოვანია და ერთეულებისთვის მისაღწევი. როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, სწორედ ბუნდოვანი ვალდებულებების გამო მათ კარიერული წინსვლის სურვილი დაკარგეს და შემდგომი ნაბიჯების გადადგმას აღარ აპირებენ.

კვლევა - პედაგოგთა ნაწილი იმ ფაქტმა გაანაწყენა, რომ სტატუსის ასამაღლებლად კვლევა კვლავ ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.

დროში გაწელილი ვადა სტატუსის ასამაღლებლად - წამყვანობისა და მენტორობის გამოცდა ზაფხულში ჩატარდა. მასწავლებლების დიდი ნაწილი სტატუსის შეცვლას 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასასრულს ელოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სასწავლო წლის დასრულებამდე სტატუსს ვერცერთი პედაგოგი აიმაღლებს. მასწავლებლების უკმაყოფილების მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ კარიერული წინსვლა დროულად ვერ მოახერხეს. ისინი აღნიშნავენ, რომ დროის ასეთი გახანგრძლივება საჭირო არ იყო.

უცნობია, კონკრეტულად რა რეკომენდაციები გაუგზავნეს მასწავლებლებმა სამინისტროს, თუმცა სოციალურ ქსელებში პედაგოგები სურვილს გამოთქვამენ, რომ უწყებამ სტატუსის ასამაღლებლად მათ ორი გზა შესთავაზოს - ან წამყვანობისა და მენტორობის გამოცდის ჩაბარება ან პორტფოლიოს წარმოება და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება