სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორმა მასწავლებლების შესახებ სასკოლო საზოგადოების აზრი წერილობით უნდა წარადგინოს
14-11-2022
-
+


სტატუსის ამაღლების მსურველებისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს მათზე სასკოლო საზოგადოება, რადგან კარიერული წინსვლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სწორედ მასწავლებლის სასკოლო საზოგადოებისგან დადებითი შეფასებაა.

დოკუმენტში, რომელშიც პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების საფეხურებია გაწერილი, აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც მასწავლებელი პროფესიულ საქაღალდეში ყველა აუცილებელ დოკუმენტს ატვირთავს, სკოლის დირექტორმა ცენტრს სტატუსის ცვლილების მსურველი პედაგოგის შესახებ წინადადება წერილობით, ელექტრონულად უნდა წარუდგინოს.

დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ წინადადების წარდგენაში გათვალისწინებული უნდა იყოს სასკოლო საზოგადოების  აზრი. დირექტორმა წინადადების წარდგინების დროს ასევე უნდა დაადასტუროს:

  • მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი მასალის ავთენტურობა;
  • მასწავლებლის წვლილი სკოლის/სასკოლო თემის განვითარების პროცესში;
  • მასწავლებლის პროფესიული ეთიკა სასკოლო საზოგადოების წევრებთან (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები) ურთიერთობის პროცესში.

სასკოლო საზოგადოების აზრი რომ სტატუსის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, ეს დოკუმენტის კიდევ ერთ ნაწილში ჩანს. კერძოდ, სტატუსის ამაღლების მსურველმა მასწავლებელმა ექსპერტთა ჯგუფის წინაშე პორტფოლიო თავად უნდა წარადგინოს. თუ ექსპერტთა ჯგუფი საჭიროდ ჩათვლის, სასკოლო საზოგადოებას განმეორებითაც გამოკითხავენ.

აღნიშნული დოკუმენტი სკოლებს უკვე დაეგზავნათ იმ მიზნით, რომ მასწავლებლებს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ საკუთარი მოსაზრება სამინისტროსთვის გაეგზავნათ. პედაგოგებს უფლება ჰქონდათ, სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო აქტივობებზე საკუთარი მოსაზრება 7 ნოემბრამდე წარედგინათ. თუ რა ცვლილებები შევა სქემაში და საბოლოოდ, რა ვალდებულებები დაეკისრებათ წამყვანობისა და მენტორობის მსურველებს, ამას მოგვიანებით შევიტყობთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება