სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩაქვესკნელდა ეროვნულებიც... ვვითარდებით...“ - აბიტურიენტები ეროვნულების ტესტებში ცვლილებებს აფასებენ
20-11-2022
-
+


2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე, სამი საგნის - ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენის ტესტებში ცვლილებები შევიდა. გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების რაოდენობა მათემატიკაში, უცხოურ ენაში წერილი გაუქმდა, ხოლო ისტორიაში მეტი კონკრეტიკა შევიდა... აღნიშნულ ცვლილებებს აბიტურიენტები სოციალურ ქსელში კომენტარებით გამოეხმაურნენ, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:

ღმერთო, ჩაქვესკნელდა ეროვნულებიც... ნუ ინგლისურში ასეა...

კიდევ კარგი, მარტის ბოლოს არ დადეს ინფორმაცია ცვლილებებზე, იმედია, დროულად მოგვაწვდიან ტესტის სრულ ვარიანტს

ინგლისურში წერილის ამოღება ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა დავალება,რომელშიც აბიტურიენტს შეეძლო გამოეჩინა როგორც გრამატიკული,ისე ლექსიკური შესაძლებლობები რაღაც უაზრო დიალოგით ჩაანაცვლეთ, რომლის დაწერაც „გარტყმით“ შეიძლება. მსგავს დიალოგებს ბავშვები მე7 კლასში აკეთებენ. გასაგებია რომ გამარტივებას ცდილობთ ტესტების, მაგრამ ეს ყველაფერი აბიტურიენტების ცოდნის უკუსვლის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს...

სტუდენტი რომ ვარ დამავიწყდა და მეც შემაქანა...

ნელ-ნელა „ვვითარდებით“...

არ გამიკვირდება მათემატიკა მომავალ წელს მხოლოდ ერთქულიანებით რომ დააკომპლექტონიმის მაგივრად რომ განათლების დონე აამაღლონ, ამარტივებენ და ამარტივებენ, რომ რაც შეიძლება დაბალი დონის კონტინგენტი მიიღონ და თანხები ახდევინონ

ბარემ უგამოცდოდ ჩარიცხეთ ბავშვები...

დრო რომ გაგეზარდათ ნახევარი საათით მაინც მათემატიკაში. აჯობებდა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება 

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება