| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც ახლახან დამტკიცდა, საუბარია განათლების მიმართულებით გასატარებელ ცვლილებებზე და ასევე იმაზე, თუ რა გამოწვევებია აღნიშნულ სფეროში.
ერთ-ერთი მათგანი ეხება პედაგოგთა გამოცდას და იმ შედეგებს, რომლებიც ტესტირებაზე აჩვენეს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა:
„სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს არ აქვთ საკმარისი შესაძლებლობები და ინსტრუმენტები, რათა განსაზღვრონ და შეაფასონ თავიანთი ინდივიდუალური საჭიროებები სკოლის მართვის, ასევე პედაგოგიური და დარგობრივი კომპეტენციების გაუმჯობესების მიმართულებით. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულ მასწავლებელთა უმრავლესობა არ ფლობს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებისა და შეფასების მეთოდებთან დაკავშირებულ შესაბამის კომპეტენციებს, რადგან ათიდან მხოლოდ ერთ მასწავლებელს აქვს ჩაბარებული პროფესიული უნარებისა და საგნის გამოცდა მინიმალური გამსვლელი ქულით“ - ნათქვამია მთავრობის დოკუმენტში.„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა