სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მეთოდსამსახური ბაღის გამგეებს გადაამზადებს - ტრენინგები 94-მა პედაგოგმა გაიარა
15-11-2022
-
+


რუსთავის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და განისაზღვრა სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამა.

დოკუმენტის თანახმად, ქალაქ რუსთავში ფუნქციონირებს 22 სააღმზრდელო დაწესებულება (ბაგა-ბაღი) გეგმიური 6925 აღსაზრდელით, ჩარიცხულია 6500 აღსაზრდელი, რაც აკმაყოფილებს ქალაქში არებულ ბაგა-ბაღებში ჩასარიცხ მსურველთა 94% -ს (ვაკანსია 400 ადგილი), ბაგა-ბაღებში  აღსაზრდელთა ჩარიცხვა  ხორციელდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისისათვის, ელექტრონული წესით, დაშვებულია გამონაკლისის სახით განცხადების საფუძველზე ჩარიცხვა  (მრავალშვილიანი, შშმ-პირები, დედმამიშვილები და სხვა ). სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს მომსახურებას უწევს 1029 თანამშრომელი.

პროგრამის მიზანია ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები.

ადრეული ასაკის ბავშვთა აღზრდა განვითარების სტანდარტის დანერგვა ასოცირდება ხარისხიან სკოლამდელ განვითარებასთან, რომელიც ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა მაღალ პროფესიულ კომპეტენციებს, ახალ სტანდარტებზე დაყრდნობით შესაბამისი კურიკულუმების შემუშავებას, ყველა ტიპის  ბავშვთა ჩართულობას, უსაფრთხო სოციალურ და ემოციურ გარემოს, ბავშვთა აქტიურ მონაწილეობას საგანმანათლებლო პროცესში.

დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება ბ/ბაღის გამგეების ტრენინგი მეთოდ სამსახურის მიერ, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ხარისხის ამაღლებაზე. იგეგმება ჯგუფებში ფიზიკური გარემოს მოწყობა ახალი სტანდარტების მიხედვით. მიმდინარეობს აღმზრდელ პედაგოგთა გადამზადება („ჰარტის"  პროგრამა , „კივიტას გეორგიკას“ პროგრამა )ამ ეტაპზე სხვადასხვა მიმართულებით დატრენინგებულია 94 პედაგოგი. ხდება გამოცდილებათა და ტრენინგებზე მიღებულ ცოდნათა განზოგადება, გარე მონიტორინგი მიმდინარეობს „ხარისხის სტანდარტის“ შესაბამისად, რომელიც მიმართულია სკოლამდელი დაწესებულების ავტორიზაციისაკენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება