სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგებმა ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქციეს
27-10-2022
-
+


გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ანბანის სწავლის დაწყება დაუვიწყარი აღმოჩნდა. 

Iა კლასის მასწავლებელმა, ნანა შენგელიამ და Iბ კლაისის პედაგოგმა, ნინო ჩიქობავამ თავიანთ მოსწავლეებს ჯადოსნური გარემო შეუქმნეს.

პირველკლასელებმა ანბანის სამყაროში მოგზაურობა დიდი სიხარულით დაიწყეს.

„ჩამოვიტანე ავი ჭაობის ციება, მაგრამ თანაც ჩამოვაცოცე ვეებერთელა რვეული, გაჭიკნილი ხალხური ზღაპრებით, არაკებით, ლექსებით და შევუდეგ „დედაენის“ შედგენასა და გამოცემასა“ - ასე აღწერს იაკობ გოგებაშვილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნის მომზადების პროცესს, წიგნის, რომელიც დღეს, თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიების ჭრილიდან შეფასებისასაც, არ კარგავს თავის აქტუალურობას, წიგნი, რომელიც ალბათ ყველაზე მარტივი და გენიალური ქართული ლინგვისტური ფორმულით იწყება, სადაც ორი ხმოვნით გადმოცემულია წინადადება - აი ია.

ჩვენი პატარებისათვის ასეთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს პირველი ფურცელი გადაიშალა და ეზიარნენ „აი იას“ ზღაპრულ სამყაროს ჩვენი პატარები.

Iა კლასის მასწავლებელმა ნანა შენგელიამ და Iბ კლასის მასწავლებელმა ნინო ჩიქობავამ დაუვიწყარი, ჯადოსნური გარემო შეუქმნეს თავიანთ მოსწავლეებს, ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ მათ ანბანის პირველი ასოს შეცნობა, სწავლა საინტერესო თავგადასავლად უქციეს პედაგოგებმა საკუთარ მერცხლებს, როგორც თავად ეძახიან პატარებს.

გაკვეთილები დატვირთული იყო მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით. გააცოცხლეს გოგებაშვილი, მოირგეს პერსონაჟთა როლები, მიუძღვნეს ლექსები დედაენას, მოეფერნენ და გაეცნენ მშობლიური ენის ისტორიასა და მნიშვნელობას.

გაკვეთილები იყო არა მხოლოდ შემეცნებითი და საინტერესო, არამედ ემოციურად დატვირთული და დაუვიწყარი პირველკლასელთათვის, თითქმის გაუტოლდა მათი სკოლაში პირველად მოსვლის შეგრძნებებს.

დირექცია უზომო კმაყოფილებას გამოხატავს ნანა და ნინო მასწავლებლის მიმართ და უსურვებს მათ წარმატებას თავიანთ პატარებთან ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება