| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„მინდა რომ ყველამ ყურადღებით წაიკითხოთ! და გააზიაროთ! ჩემი 10 წლის ძმა მირეკავს შეშინებული, ვიღაც უცხო კაცი მიბრახუნებს კარებზე, შემოსვლა უნდა, დანა მიჭირავს ხელში და კარებთან ვდგავარო; ყველანაირი ხერხით ცდილობდა შემოსვლას ჯერ მანიპულაციას ახდენდა, რომ ბავშვი გასულიყო - ატყუებდა იმით რომ ხელში ბავშვის სასაცილო სურათი ეჭირა , რომ მისი ინტერესი გამოეწვია ან სიბრაზე და გასულიყო (ბევრი მსგავსი ქვეტქსეტები)… როგორც ჩანს წინადადებებს ლოგიკურად ალაგებდა მისდა სასარგებლოდ . როცა მისმა მშვიდმა მანიპულაციამ არ გაჭრა მუქარა დაიწყო გადავიდა კარის ბრახუნზე, ყვირილზე რომ ბავშვი დამფრთხალიყო, დაემუქრა თუ წყალს არ მიაწოდებდა კარებს შემოანგრევდა, ბავშვიც შეშინდა და უთხრა რომ თუ შორს გავიდოდა წყალს გადაუგდებდა, აი, მანდ გადავრჩით როცა გადაუგდო წყლის ბოთლი კარის დახურვა მოასწრო )მინდა გითხრათ რომ ჯერ პოლიციას არ უპოვნია და უგზოუკვლოდ დაეხეტება!!! ვერ აგიღწერთ, ეს რამხელა შიში იყო როცა ბავშვის გვერდით არ ვიყავი როცა ვცდილობდი პარალელურად მესაუბრა ტელეფონით ამავდროულად შემეგულიანებინა და კონცენტრაცია ათად გამეყო პარალლეურად-112 ის გამოძახების შემდეგ მივიდა პოლიცია, საჭირო მასალები შეაგროვა და დიდი იმედი მაქვს, რომ ვიპოვით!!!
ბავშვი იძახდა, რომ ტიკტოკზე გავრცელებულია ინფორმაცია სადაც აფიშირებენ რომ 28 ოქტომბერს შავი ბაზარი იხსნება და ბაშვებს იტაცებენ) - ყურად არ მიღია, არ ვიცი, ეს მისი შიშის წინათგრძნობა იყო თუ რაიმე სხვა, აქვს თუ არა ამას კავშირი ამ ამბავთან, მაგრამ მინდოდა, რომ მაინც ამეღნიშნა)“, - კრისტი ქორიძის სტატუსს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ალბათ ეს ისტორია რამდენიმე დღის წინანდელმა შემთხვევებმაც გაამძაფრა, როდესაც უცხო პირები სკოლებთან ხვდებოდნენ ბავშვებს და მათ წაყვანას მოტყუებით ცდილობენ. აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ ორი პირი უკვე დააკავა და იმედია გამოძიება ყველა ამ ისტორიას უმოკლეს დროში ახდის ფარდას; ოფიციალური სტრუქტურის პოზიციასაც გავაშუქებთ.
იხილეთ ასევე:
სკოლებთან მოსწავლეებს მანქანაში მოტყუებით ისვამენ - დირექტორები მასწავლებლებსა და მშობლებს აფრთხილებენ
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლაში ინიციატივას სიხარულით შეხვდნე
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას