სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თამარ მახარაშვილი 1000-მდე ახალი კადრის მიღებას გეგმავს - ვაკანსიის დეტალები
25-10-2022
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტებისა და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტების შერჩევის მიზნით კონკურსებს აცხადებს.

ცენტრს, მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, უწყება 500 საგნობრივი ექსპერტისა და 500 სპეცალისტის შერჩევას გეგმავს.

როგორც ვაკანსიაშია მითითებული საგნობრივი ექსპერტის სტატუსის მქონე ექსპერტთა ჯგუფის წევრის საქმიანობის ძირითადი მიზანია. უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის სხვა წევრისთვის კონსულტაციების გაწევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/პროგრამის საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან დაკავშირებული საკითხების ავტორიზაციის სტანდარტებით განსაზღვრულ ინდიკატორებთან შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებით.

დამატებითი ფუქნციები და კვალიფიკაციის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული 1- hr.gov.ge

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის ფუნქციები და საკავალიფიკაციო მოთხოვნების სანახავად გადადგით ბმული 2 - hr.gov.ge

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების, დასკვნის პროექტისა და საბოლოო სახით ჩამოყალიბებული დასკვნის მომზადების მიზნით, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის სტატუსის მქონე ექსპერტთა ჯგუფის წევრის ფუნქციებს წარმოადგენს:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მიზანთან (დაწესებულების ავტორიზაცია, პროგრამის დამატება, მონიტორინგი და ა.შ.) დაკავშირებული ცენტრის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლა და გაანალიზება ვიზიტის განხორციელებამდე;
ბ) შესწავლილი დოკუმენტაციის შესაბამისად შენიშვნების, მოსაზრებების და შეკითხვების მომზადება და ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან გაზიარება თავმჯდომარესთან შეთანხმებული ფორმით;
გ) ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
დ) დაწესებულებაში ვიზიტის პერიოდში, დაწესებულების თვითშეფასებაში / განაცხადში / თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის რეალობასთან და ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, შემდეგი აქტივობების განხორციელება:
დ.ა) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან (მოსწავლე, კურსდამთავრებული, მშობელი/მეურვე) ინტერვიუს ჩატარება;
დ.ბ) დაწესებულების ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის დათვალიერება;
დ.გ) საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტის მიმდინარეობისას დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა, დადგენილი წესის შესაბამისად;
დ.დ) ძირითადი მიგნებების შესახებ ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან ინფორმაციის გაზიარება და განხილვა;
დ.ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ძირითადი მიგნებების შესახებ ინფორმაციის დასკვნის პროექტში ასახვა;
დ.ვ) საჭიროებიდან გამომდინარე, ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისთვის აუცილებელი სხვა აქტივობების განხორციელება;
ე) დასკვნის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის გაცნობა და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისთვის საკუთარი მოსაზრების წარდგენა პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე;
ზ) დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;
თ) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განხილვაში მონაწილეობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება