სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საიტზე ტექნიკური ხარვეზი გასწორდა - დირექტორობის მსურველებს დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ 
24-10-2022
-
+


დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების საიტზე არსებული ტექნიკური ხარვეზი უკვე გასწორდა და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია.  

რეგისტრაციისთვის უნდა გადახვიდეთ ბმულზე - directors.mes.gov.ge

აღსანიშნავია, რომ საიტზე მთელი დღის განმავლობაში ხარვეზი ფიქსირდებოდა და რეგისტრაციის გავლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს - სერტიფიცირებას.

დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდზე www.directors.mes.gov.ge

დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციასა და ელექტრონულ ტესტირებას უზრუნველყოფს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს. გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში (იხ. რეკვიზიტები)

2020 წელს გამოცხადებულ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრირებული პირები ითვლებიან რეგისტრირებულ პირებად და ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება