სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თსუ-ს 11 სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა - დეტალები
23-10-2022
-
+


ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 11 სტუდენტს ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდა. სტუდენტების სწავლა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის სახელით დაფინანსდა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

„სტუდენტების შერჩევა მათი სოციალური მდგომარეობისა და აკადემიური მოსწრების მაჩვენებლის გათვალისწინებით მოხდა. ამ სახის წახალისება საშური საქმეა ახალგაზრდებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს მათ აკადემიურ წინსვლას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე.

ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წარმომადგენელმა სტიპენდიებთან დაკავშირებულ საკითხებზე გელა გელაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია მომავალი თაობის ხელშეწყობა და, ამიტომ, სტუდენტთა დაფინანსება შემდგომაც გაგრძელდება: „სტუდენტების უნარები და ცოდნა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ეფრემის სურვილი და გადაწყვეტილება დაეხმარება მათ შემდგომ განვითარებაში.“ მისი თქმით, სწავლის საფასურის დაფინანსების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

ღონისძიებაზე თსუ სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა ფოთოლაშვილმა სტუდენტებს სტიპენდიის მისაღებად საჭირო განსახორციელებელი პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება