სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2022 წლის 10 საუკეთესო ქართული მოთხრობა მასწავლებელზე
18-10-2022
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის „ვწერ მასწავლებლისთვის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსში პირველ ადგილზე იუნონა გურული გავიდა, რომელმაც შექმნა მოთხრობა „ჩემი საყვარელი გერმანული სიტყვა“; მეორე ადგილი წილად ხვდა ცოტნე ავსაჯანიშვილს მოთხრობისთვის „უახლესი ისტორია“, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა მიშა ბახსოლიანი, ნაწარმოებისთვის "მშვიდობიანთკარი".
 
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის „ვწერ მასწავლებლისთვის“ მიზანია მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და სახავდეს მათი დაძლევის გზებს.

წლევანდელი კონკურსის თემა იყო: „ჩავალ ეზოში, გადავხედავ პატარა ბავშვებს. ცარცით ასფალტზე შემოვხაზავ დიდ კითხვის ნიშანს.“

კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ შემოსული 61 მოთხრობიდან ათი საუკეთესო ნაწარმოები შეარჩია:

1. იუნონა გურული – ჩემი საყვარელი გერმანული სიტყვა
2. ფიქრია ყუშიტაშვილი – არჩევანი
3. ლევან ლორია – პირველყოფილი
4. გურო დავითლიძე -სომეხა
5. ირმა კახურაშვილი- რატომ არ მოვკალი მიშო
6. ცოტნე ავსაჯანიშვილი- უახლესი ისტორია
7. მიშა ბახსოლიანი -მშვიდობიანთკარი
8. გიორგი შერვაშიძე- ჰეი, ფიზკულტურა
9. სოფო გოგალაძე- დილა მშვიდობისა მეგობრებო ანუ guten morgen freunde
10. მარიამ კაშია- სკოლის დღე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება