სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„უსაფრთხო გარემოზე ზრუნვის ვალდებულება მხოლოდ სკოლას როდი აქვს! ვისაც არ ეზარება ტალახის გუნდებს მისკენ რომ ისვრის!“
19-10-2022
-
+


13 ოქტომბერს, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. დაშავდა კიდე ორი ბავშვი და სანამ გამოძიება ყველა კითხვას უპასუხებს, ბუნებრივია არაერთი კითხვისნიშანი გაჩნდა სკოლის მიმართაც; უფრო კონკრეტულად კი რატომ არ იყვნენ ბავშვები საგაკვეთილო პერიოდში სკოლაში.

განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა იმავე დღეს განმარტა, რომ სკოლის მხრიდან ყველა საჭირო რეგულაცია შესრულდა და მშობლებიც გააფრთხილეს, თუმცა ისრების სკოლისკენ გადატანის მცდელობას უკმაყოფილება მოყვა საზოგადოებაში და ერთ-ერთი მასწავლებლის, ბიჭიკო ოჩიგავას სტატუსს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

1. დავუშვათ არ ესწრებოდნენ გაკვეთილს.

2. დავუშვათ შატალო მოაწყვეს.

3. დავუშვათ სასუსნავის საყიდლად გავიდნენ და სკოლაში არ დაიბარეს.

4. დავუშვათ დამრიგებელმა არ გააფრთხილა მშობელი.

5. დავუშვათ სკოლას რაღაც გამოეპარა.

აპრიორი სიკვდილი უნდა დადგეს?

დამრიგებელმა მიაწოდა მშობელს ინფორმაცია, თუმცა სიკვდილი მაინც დადგა.

დასკვნა! უსაფრთხო გარემოზე ზრუნვის ვალდებულება მხოლოდ სკოლას როდი აქვს! ვისაც არ ეზარება ტალახის გუნდებს მისკენ რომ ისვრის!

სკოლას რომ არ მიეღო რეგულაციის ფარგლებში მისაღები ზომები და არ დაერეკა მშობლისთვის დირექტორს ხომ სამუდამოდ დაატოვებინებდნენ სამსახურს?

რატომ არ ახლდა ბავშვს მეთვალყურეო წერენ ტუტუცები. მე რომ ჩამვარდნოდა ნივთი და მოვმკვდარიყავი ამ შემთხვევაში რა იქნებოდა პასუხი? დედიკოს დამიდანაშაულებდნენ თუ მამიკოს?“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება