სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაცია, არასაკმარისი რაოდენობა და ენის ბარიერი - IDEF-ის კვლევის შედგები ცნობილია
17-10-2022
-
+


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტმა ჩაატარა კვლევა, რომელის ფარგლებშიც იდენტიფიცირდა ეთნიკური უმცირესობების და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევები.

2021-2022 სასწავლო წლის მონაცემებზე დაყრდნობით, არაქართულენოვანი სკოლები საქართველოს საჯარო სკოლების 10%-ს შეადგენს (207 მთელი საქართველოს მასშტაბით). საქართველოში 54,325 არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეა, რაც მოსწავლეების საერთო რაოდენობის 9%-ს შეადგენს. არაქართულენოვან მოსწავლეთა 48% აზერბაიჯანულენოვანია, 27% - რუსული, ხოლო 25% კი  სომხურენოვანია.

IDEF-ის კვლევის მიხედვით, გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნებები:

ენის ბარიერი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა და
 პანდემიამ აღნიშნული კიდევ უფრო გაამწვავა. პანდემიამდე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელების რაოდენობა ნელი ტემპებით იზრდებოდა, თუმცა COVID-19 პანდემიამ მსურველთა მკვეთრი შემცირება გამოიწვია 2,059-მდე (-42%, წ.წ.).

- ეთნიკური უმცირესობების მთავარი გამოწვევა მასწავლებელთა არასაკმარისი რაოდენობა და დაბალი კვალიფიკაციაა. საქართველოში 2018-2022 წლებში 309 მასწავლებელზე გამოცხადებული ვაკანსია დარჩა შეუვსებელი. რაც შეეხება მასწავლებელთა კვალიფიკაციას, 2021 წლისთვის მასწავლებელთა მხოლოდ 27%-ია გადამზადებული.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია ქართული ენის შემსწავლელი კურსების რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდა.

 აუცილებელია შეფასდეს მასწავლებელთა სპეციფიკური საჭიროებები და შესაბამისად დაიგეგმოს ტრენინგები.

სახელმძღვანელოების პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებელია, თარგმანში ჩართული იყოს როგორც ფილოლოგი, ისე საგნის სპეციალისტი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება