სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსები უფროსკლასელთათვის - ბრიტანეთის საბჭოსა და KIU-ს ერთობლივი პროექტი
13-10-2022
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და  ბრიტანეთის საბჭოს  ერთობლივი სასწავლო პროექტი, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ახალი ნაკადის მიღებას აცხადებს. პროექტის მიზანია ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსების შეთავაზება იმ  უფროსკლასელთათვის, რომლებიც 2023 და 2024 წლებში KIU-ში ჩაბარებას გეგმავენ. 

ინგლისური ენის სასწავლო კურსი წელს ნოემბრის ბოლოდან დაიწყება და იგი სრულად იქნება დაფინანსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. ინგლისური ენის მაღალი ხარისხის ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას კი, ბრიტანეთის საბჭო უზრუნველყოფს. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას. პროექტის მიზანს წარმოადგენს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. 

KIU-სა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობა ამ ინიციატივით გასულ წელს დაიწყო და მასში 30-მდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ჩაერთო. სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, კურსდამთავრებულთა უმეტესობამ  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ხოლო 10 ახალგაზრდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

კურსის შესახებ:

ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსი მოიცავს 60 საათს. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 4 საათი, ონლაინ რეჟიმში. სასწავლო მასალა უზრუნველყოფილი იქნება კურსის ფარგლებში. კურსის განმავლობაში მონაწილეები გაიუმჯობესებენ საუბრისა და წერის უნარებს, გაიმდიდრებენ ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურების ცოდნას. წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს სერტიფიკატს.
 
სააპლიკაციო ფორმა და რეგისტრაციის პირობები:

დაინტერესების შემთხვევაში, მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა  (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განცხადების შესავსებად საჭიროა გამოიყენოთ Gmail ელექტრონული ფოსტა) ან დაუკავშირდნენ ბრიტანეთის საბჭოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე university@ge.britishcouncil.org 2023 წლის 2 ნოემბრამდე. 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

კურსის მონაწილეთა შერჩევა მოხდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით. 

კონკურსში  მონაწილეობისა და KIU სტიპენდიის მისაღებად აპლიკანტი ამჟამად უნდა სწავლობდეს მე-11 ან მე-12 კლასში, იყოს საქართველოს მოქალაქე და მიეკუთვნებოდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

1. სწავლობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
2. ჰყავს გარდაცვლილი მშობელი/მშობლები;
3. ჰყავს კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ან დაღუპული მშობელი;
4. არის მძიმე / მნიშვნელოვნად / ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
5. არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი ან მეტი შვილით);
6. არის ობოლი და ცხოვრობს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში;
7. დარეგისტრირებულია, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი  ოჯახის  სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლები 70,000-ზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ბრიტანეთის საბჭოს university@ge.britishcouncil.org

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება