სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლის შეცდომები კლასის მართვისას - რა უნდა გაითვალისწინოთ
25-10-2022
-
+


საკლასო ოთახში არასაგაკვეთილო ხმაური არც ერთი ადამიანისთვის არაა მოსაწონი და მითუმეტეს პედაგოგისთვის, რომლისთვისაც ასეთ გარემოში მუშაობა შეუძლებელია. 

მასწავლებელს კლასის მართვა უნდა შეეძლოს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ პედაგოგიც ადამიანია, მას აქვს ემოციები, ღირსების, თავმოყვარეობის შეგრძნება და შესაძლოა, მოსწავლის ქცევამ წონასწორობა დააკარგვინოს. ასე რომ არ მოხდეს, მასწავლებელი კლასის მართვის ტექნიკებს უნდა ფლობდეს.

ქვემოთ განხილულია მასწავლებლებისთვის განკუთვნილ გზამკვლევში წარმოჩენილი არაეფექტური ტექნიკები. აღნიშნული მეთოდები არათუ აგვარებს პრობლემას, არამედ - აღრმავებს და უფრო რთულად მოსაგვარებელს ხდის.

შეკითხვა რატომ? - არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული შეკითხვა მასწავლებლის მხრიდან ემსახურება არა ინფორმაციის მოძიებას კონკრეტულად საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, „რატომ არის ხმაური კლასში?“, არამედ წარმოადგენს მისი მხრიდან მოსწავლეებისთვის ნათქვამ საყვედურისა და დადანაშაულების შემცველ კომენტარს.

მიმართვა შენ“ - მსგავსი მიმართვა მოსწავლეთა უმეტესობის მიერ ზედმეტად უხეშად და მკაცრად აღიქმება. იმ შემთხვევაში, თუკი მასწავლებელი მსგავს მიმართებს „მე შეტყობინების“ ფორმულირებით გააჟღერებს, მათი ეფექტურობა გაცილებით მაღალი იქნება. ქვემოთ განხილულია შესაბამისი მაგალითები:

  • „მე მჭირდება სიწყნარე ჯგუფში “- ნაცვლად: „რატომ ხმაურობთ? “
  • „ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ, იმის გამო, არ გაქვს საშინაო დავალება “, ნაცვლად - „შენ ძალიან უპასუხისმგებლოდ მოიქეცი. “
  •  „მე არ მომწონს, როცა ადგილიდან წამოიძახებენ ხოლმე პასუხს. გთხოვ, ხელი აიწიო და შემდეგ მითხრა “, - ნაცვლად „შენ უზრდელი ხარ!“

აკრძალვებისა და სიტყვა არა-ს ხშირი გამოყენება. ბავშვისთვის მხოლოდ არასასურველ ქცევაზე მითითება, მის ჩამნაცვლებელ ქცევაზე მინიშნების გარეშე, ხშირად, არაეფექტურია. გარდა ამისა, ემპირიული მონაცემების თანახმად, მოზრდილების მხრიდან ამკრძალავი რეპლიკების ხშირი გამოყენება საპირისპირო შედეგს იძლევა, რადგან ბავშვები, რიგ შემთხვევებში, აფიქსირებენ და ყურადღებას ამახვილებენ მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვაზე, სიტყვა „არას“ კი მეორეხარისხოვანი ხდება. ამ მიზეზით, ისეთ მითითებას როგორიცაა “ეს არ აიღო”, ბავშვის მხრიდან ხშირ შემთხვევაში სწორედ ნივთის აღება მოყვება.

ავტორიტარული მიდგომა: მასწავლებლის მხრიდან დირექტივებისა გაცემა და ბრძანების კილოთი გაცემული მიმართვები, როგორც წესი, უარყოფითად აისახება მოსწავლესთან ურთიერთობაზე და იწვევს მასში სხვადასხვა ნეგატიურ ემოციას: შიშს, ბრაზსა და წყენას მასწავლებლის მიმართ, რაც მოგვიანებით, შესაძლოა, გადაიზარდოს წინააღმდეგობის გაწევისა და რევანშისტული სურვილების გაჩენაში, რაც თავის მხრივ ზრდის არასასურველი ქცევების გამოვლენის ალბათობას. გარდა ამისა, ასეთი მიდგომა უარყოფითად აისახება ბავშვის თვითშეფასებაზეც, მისი კომპეტენტურობისა და პიროვნული ღირსების აღქმაზე.

მუქარა - არასასურველ შედეგებს იძლევა ბავშვთან მუქარების გამოყენებაც. მასწავლებლის მხრიდან გაკეთებულ ისეთ მიმართვას, როგორიცაა „ახლავე თუ არ დაიწყებ წერას, დირექტორის კაბინეტში მიგაბრძანებ!" ბავშვში ბრძანებისა და დირექტივების მსგავსად, სხვადასხვა უარყოფითი ემოციის გამოწვევა შეუძლია. რაც ბავშვის დათრგუნვას, ან პირიქით, მასში წინააღმდეგობის გაწევის სურვილს აღძრავს. რიგ შემთხვევებში კი ბავშვი შესაძლოა პროვოკაციაზეც კი წავიდეს, იმის შემოწმების მიზნით, თუ რამდენად სერიოზულია მასწავლებლის მუქარა.

ჭარბი ინფორმაციის მიწოდება. როდესაც რთული ქცევის შეჩერება გვსურს, ამ დროს რეკომენდებულია მხოლოდ იმ ერთ, კონკრეტულ ქცევაზე ფოკუსირება და არა ლექციური ხასიათის მონოლოგები კონკრეტული პრობლემის მიღმა არსებულ მიზეზებთან დაკავშირებით.

უნდობლობის გამოხატვა ბავშვის მიმართ. ვიცი, როგორც დაწერე ეს დავალება, ალბათ, ვინმესგან გადაწერე. მეც ვიყავი შენხელა და ჩემს მოტყუებას ვერ შეძლებ!“ - მსგავსი ტიპის მიმართვის გამოყენება, მასწავლებლის მხრიდან, რომელიც ბავშვის „გამოჭერას“, მის გამოაშკარავებას ემსახურება, არარეკომენდებულია. იმ შემთხვევაში, თუკი მასწავლებელი სწორად შეძლებს ბავშვის მოტივის ამოცნობას და მისი ქცევის რეალური მიზეზის დადგენას, ასეთი ფორმით ამ ინფორმაციის მიწოდება, სულ მცირე, იმედგაცრუებასა და სირცხვილის განცდას გამოიწვევს ბავშვში. გარდა ამისა, აღნიშნული ტექნიკა შესაძლოა უარყოფითად აისახოს ბავშვისა და მასწავლებლის ურთიერთობაზე, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მასწავლებლის მიერ სიტუაციის ანალიზი სიმართლეს არ შეესაბამება.

ბავშვის პრობლემის მინიმალიზება - თუკი ბავშვი დისტრესის ნიშნებს ავლენს, მოზრდილების ნაწილი გამომწვევი მიზეზების დადგენის გარეშე, ცდილობს დაარწმუნოს ბავშვი, რომ დამშვიდდეს, ყველაფერი კარგად იქნება, და მის ასაკში არ ღირს რამეზე სერიოზულად ნერვიულობა. მასწავლებლის მხრიდან მსგავსი ტექნიკის გამოყენება სინამდვილეში იწვევს ბავშვთან კომუნიკაციის ბლოკირებას, მასში იმ განცდის გაჩენას, რომ ვერ უგებენ და არ აღიქვამენ სათანადოდ მის ემოციურ სირთულეებს. აღნიშნული კი მოგვიანებით, შესაძლოა, არასასურველი ქცევების გამოვლენის საფუძველი გახდეს.

სხვა ბავშვებთან შედარება. ზოგჯერ სხვა ბავშვის შექებამ სასურველი ქცევის გამოვლენისთვის, შესაძლოა გაზარდოს დანარჩენებში მსგავსი ქცევის გამოვლენის ალბათობა, თუმცა აღნიშნული მიდგომა არ უნდა აგვერიოს მასწავლებლის მიერ ბავშვის სხვა ბავშვთან შედარების პროცესში. ისეთი რეპლიკები, როგორებიცაა „ნახე, ელენემ უკვე დაასრულა მუშაობა, შენ რა გჭირს? “უარყოფითად აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე, ასევე შესაძლოა იწვევდეს აგრესიას იმ თანატოლების მიმართ, ვისთანაც ხდება მისი შედარება, რაც საბოლოოდ ხელს უშლის საკლასო გარემოში მეგობრული, მხარდამჭერი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას.

არაგულწრფელი ან გადაჭარბებული შექება. მიუხედავად იმისა, რომ შექება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმამტკიცებელია, მის გამოყენებამდე უნდა დავრწმუნდეთ რომ იგი გულწრფელი და ზომიერია. შექება, რომელსაც თავად ბავშვი არ ეთანხმება, ქცევის განმტკიცების ნაცვლად, ბავშვში, როგორც წესი, გაღიზიანებასა და მოზრდილისადმი უნდობლობას იწვევს.


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

ავტორიზაციის ვადებს ცვლილებები შეეხება - დეტალები

მუნის მკურნალობასა და სკოლების/ბაღების დეზინფექცირების შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

ეკრძალებათ თუ არა მოქმედ მასწავლებლებს რეპეტიტორობა კანონში ცვლილებების გამო - სამინიტროს განმარტება

კრებულები მასწავლებელთა გამოცდებისთვის - საგნების მიხედვით

დაიხურება თუ არა სკოლები და ბაღები მუნის გავრცელების გამო - სამინისტროს განმარტება

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს

მანუშაკ ბიჩახჩიანი მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება

„წარმატებები რეგიონალურ ტურში, ჩვენო ყოჩაღო მოსწავლეებო“

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება