სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოგადი და სკოლამდელი განათლების დაფინანსებაზე 1, 293 მლრდ ლარი გამოიყო 
14-10-2022
-
+


განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები გააცნო.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის 1,978 მლრდ. ლარია გამოყოფილი დაახლოებით 274 მლნ. ლარით მეტია წლევანდელ გეგმასთან შედარებით. ზოგადი და სკოლამდელი განათლების დაფინანსებაზე გამოყოფილია 1, 293 მლრდ. ლარი, რაც ითვალისწინებს შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლების ხელფასების ზრდას 125 ლარით. ამავე თანხითაა განსაზღვრული მანდატურების ხელფასების ზრდა. პროფესიული განათლების მიმართულებით 87 მლნ. ლარია და აქაც გათვალისწინებულია მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურების ზრდა 15-დან 18 ლარამდე. უმაღლესი განათლებისთვის გათვალისწინებულია 148 მლნ ლარი, მეცნიერების დაფინანსება 76 მლნ ლარამდე იქნება. ინკლუზიური განათლებისთვის 42 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საბიუჯეტო პროექტზე განხილვები გრძელდება და როგორც სამინისტროებთან, ასევე კომიტეტებთან ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართება.

კომიტეტების წევრებმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველად ვერსიას, მხარი დაუჭირეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება