| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლები, რომლებმაც წამყვანობისა და მენტორობის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, სტატუსის ამაღლებამდე პრაქტიკული საქმიანობის მხრივ უნდა შეფასდნენ.
მოქმედი დადგენილების მიხედვით, გარდა პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისა, მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგის პროფესიულ საქაღალდეს შეამოწმებენ და მას გაკვეთილებზე დაესწრებიან. გარე დაკვირვება კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის დროსაც მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილი შესაბამისი შეფასების რუბრიკის გამოყენებით ფასდება.
სტატუსის ამაღლების მსურველ მასწავლებელთა ნაწილი გარე დაკვირვების მოხსნას ითხოვს. პედაგოგები გაურკვევლობაში არიან, რადგან სკოლებს პრაქტიკული ნაწილის შეფასებასთან დაკავშირებით ინსტრუქცია ამ დრომდე არ მიუღიათ. ექნებათ თუ არა მასწავლებლებს მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში სტატუსის ამაღლების საშუალება, ამ კითხვაზე სამინისტროს ცალსახა პასუხი არ აქვს.
უქმდება თუ არა გარე დაკვირვება? - კითხვით etaloni.ge-მ სამინისტროს მიმართა, სადაც ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს. მასწავლებლის სახლის ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და ჯერჯერობით ყველა დეტალი დაზუსტებული არ არის.
„ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან სტატუსის ამაღლების პრაქტიკული ნაწილის დეტალები ზუსტდება. საკითხის გადაწყვეტისთანავე საბოლოო ინფორმაცია სკოლებს დაეგზავნება,“ - გვიპასუხეს ცხელ ხაზზე.
ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მასწავლებლებს, რომლებმაც წამყვანობისა და მენტორობის გამოცდა ჩააბარეს, შედეგი 3 წლის ვადით ენახებათ. პედაგოგს უფლება აქვს, კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ