სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2022 წლის მოსწავლეთა საუნივერსიტეტო კონფერენცია წარმატებით ჩატარდა
05-10-2022
-
+


მოსწავლეთა საუნივერსიტეტო კონფერენცია „თავისუფალი თაობის აკადემიისა“ და „ქუთაისის ინგლისურის აკადემიის“ თანამშრომლობით ჩატარდა. მასში მონაწილეობა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის მე-6 , მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 45-მა მოსწავლემ მიიღო. კონფერენცია ორენოვანი იყო და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ თემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე წარედგინათ.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა პრეზენტაციები და ნაშრომები ისეთ აქტუალურ და თანამედროვე თემებზე წარადგინეს, როგორიცაა ქალთა უფლებები, გენდერული თანასწორობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეთნოცენტრიზმი, ცხოველთა უფლებები და ა.შ.

როგორც „ქუთაისის ინგლისურის აკადემიის“ დამფუძნებელი ლანა ჩხარტიშვილი აღნიშნავს, კონფერენციის მიზანია მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, კვლევისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება.

„კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს 3 ქალაქის მოსწავლეებმა მიიღეს და საკმაოდ მასშტაბურ ფორმატში გაიმართა. მომხსენებლები შეირჩნენ ჟიურის გადაწყვეტილებით. კონფერენციის მეორე ეტაპზე 45 მონაწილე გადავიდა და თითოეული მათგანის თემა ნამდვილად საამაყო იყო.

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, კვლევისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება. დამერწმუნეთ არ არის მარტივი 100-ზე მეტი დამსწრეს წინაში წარადგინო თემა. ეს ძალიან კარგი პრაქტიკა იყო მოსწავლეებისთვის და იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობს და გამოცდი საკუთარ თავსა და უნარებს“.

„მოსწავლეთა საუნივერსიტეტო  კონფერენცია უკვე მეორედ გაიმართა და უნდა ითქვას რომ გაზრდილია მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი, რაც კიდევ ერთხელ, ნათლად გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა მოსწავლეებისთვის მსგავსი ტიპის აქტივობებში ჩართულობა“ - აღნიშნავს, „თავისუფალი თაობის აკადემიის“ დამფუძნებელი ნათია თევდორაძე.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა უმეტესობას თემა ინგლისურ ენაზე წარადგინა. 29 სექტემბერს გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა 45-მა მოსწავლემ მიიღო, საიდანაც ქართულ ენაზე თემა 12-მა მოსწავლემ წარადგინა, ხოლო ინგლისურ ენაზე - 33-მა.

„მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ის რომ ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა თავისუფალ აზროვნებას, ინფორმაციის მოძიებისა და გადამუშავების უნარებს, საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებას. ამასთან, კონფერენცია ხელს უწყობს ბავშვებში საკომუნიკაციო უნარების გამომუშავებას და ეხმარება მათ მეტად თავდაჯერებულები იყვნენ და არ შეეშინდეთ საკუთარი აზრის გამოთქმის.

თითოეული მოსწავლე ტიტანურ შრომას დებს თემაში, კითხულობენ არაერთ სტატიას, წყაროებს იღებენ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას თითოეული მათგანიდან და საბოლოოდ პრეზენტაციაზე, წარმოადგენენ ნამუშევარს. იცავენ თავიანთ პოზიციას და გვიზიარებენ მათ შეხედულებებს - ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანია მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისთვის, იმისთვის რომ გვყავდეს, თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებსაც შეუძლიათ ინფორმაციების მოძიება, გაფილტვრა და თავიანთი აზრის ქონა“, - აღნიშნავს ნათია თევდორაძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება