სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წამყვანმა მასწავლებლებმა დამატებით მინიმუმ 4 ფუნქცია უნდა შეითავსონ - იხილეთ მოვალეობების ჩამონათვალი
14-10-2022
-
+


სკოლაში დასაქმებულ მასწავლებლებს სტატუსის შესაბამისი ხელშეკრულება უფორმდებათ. სტატუსი კი პედაგოგებს გარკვეულ მოვალეობებს აკისრებს.

უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგებისგან განსხვავებით, როგორც საგნის წამყვან მასწავლებლებს, ასევე წამყვან სპეციალურ მასწავლებლებს დამატებითი მოვალეობები აქვთ.

საგნის პედაგოგის, რომელსაც წამყვანის სტატუსი აქვს, შრომითი ხელშეკრულებაში ქვემოთ ჩამოთვლილი 7 ფუნქციიდან გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმუმ ოთხი:

  • კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, დახმარება მათი საჭიროებების განსაზღვრაში; ტუტორის/პრაქტიკის ხელმძღვანელის ფუნქციების შესრულება, ან/და მათთვის რეკომენდაციების გაცემა;
  • ინკლუზიური განათლების მიმართულებით კოლეგების დახმარება;
  • სკოლაში დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება;
  • სკოლაში მოსწავლეების პროფორიენტაციის ხელშეწყობა;
  • მოსწავლეთა საჭიროების კვლევების განხორციელება და მიგნებების სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით გამოყენება;
  • საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგებისგასაუმჯობესებლად სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება;
  • სოციალური აქტივობების ინიცირება და სასკოლო/სკოლათშორისი/სათემო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

რაც შეეხება წამყვან სპეციალურ მასწავლებლებს, მათ შრომით ხელშეკრულებაში, ქვემოთ ჩამოთვლილი 11 ფუნქციიდან მინიმუმ ოთხი ქვეპუნქტი უნდა იყოს გათვალისწინებული.

  • მოსწავლეზე დაკვირვება სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში;
  • სხვა სპეციალისტისგან და მშობლებისგან/სხვა კანონიერი წამომადგენელისგან/აღმზრდელისგან ინფორმაციის მიღება ან/და ინტერვიუს წარმოება;
  • სასწავლო გარემოს შეფასება;
  • დამხმარე ტექნოლოგიების, აპლიკაციების, ინფორმაციული რესურსების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების პროცესში;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ხელშეწყობა სხვა სასწავლო საფეხურზე ტრანზიციის მიზნით, მის უნარებსა და ინტერესებზე მუშაობა;
  • მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება, შეფასება და დასკვნის გაკეთება;
  • მოსწავლის საჭიროების იდენტიფიცირება და საჭირო სპეციალისტების ინტერვენციის დასკვნა;
  • ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტების კოორდინირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განვითარების მიზნით;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და შედეგების გამოყენება მათი განვითარების და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებისათვის;
  • საკუთარი და სხვა სკოლების/დღის ცენტრების სპეციალური მასწავლებლებისა და სხვა სპეციალისტების მხარდაჭერა ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  • პროფესიული რესურსების შექმნა, წერილობითი, ვიდეო ან აუდიო მასალები პროფესიულ განვითარებაზე.

წამყვანი მასწავლებლების შრომით ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელი ფუნქცია-მოვალეობები „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესს“ ორი წელია, რაც ჩაემატა. დოკუმენტს ხელს მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება