სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თბილისობა“ 1-ელ-2 ოქტომბერს აღინიშნება - გაეცანით საზეიმო ღონისძიებების პროგრამას
01-10-2022
-
+


წელს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, 1-ელ და 2 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება. ამ ორი დღის მანძილზე დედაქალაქში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება. კერძოდ, ორბელიანის მოედანზე, გუდიაშვილის მოედანზე, ლეღვთახევში და რიყის პარკში სხვადასხვა სახის აქტივობა, ღონისძიება და კონცერტი იგეგმება.

იხილეთ, „თბილისობა 2022“-ის პროგრამა:

• რიყის პარკი 

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

ინსტალაციები: სცენის დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“, ფერადი ინსტალაცია და გიგანტური თამაშები;

გამოფენები;

კაფე ქიმერიონი;

საბავშვო კონცერტები, აქტივობები და ატრაქციონები;

სამეწარმეო ბაზრობა;

გასტრონომიული ზონა;

ტკბილეულის ფესტივალი;

სპორტული აქტივობები;

ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება („ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „თოჯინები იცინიან“ (1963), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013), „ბროწეულის ფერი“ (1968), „ფიროსმანი“ (1969), აღნიშნული ფილმები ორი დღის განმავლობაში იტრიალებს ეკრანზე).

2 ოქტომბერი

19:00 საათი – „გუფი ლენდის“ კონცერტი

• ლეღვთახევი 

 

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 20:00 საათი 

თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები

მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსები და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია;

დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები;

წყლის წისქვილი, სანათები და მრავალფეროვანი ინსტალაციები.

 

• ორბელიანის მოედანი 

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

ინსტალაციები;

თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;

სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“;

თბილისური უბანი ათონელზე - ორი დღის განმავლობაში, ტერიტორია მოეწყობა ძველი თბილისის სტილში, საუკეთესო ტრადიციების გაცოცხლების გზით. პროექტის დეკორირებისას გამოყენებული იქნება თბილისისთვის ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნების და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის გამოყენებით. ორბელიანების სასახლის წინ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ე.წ. თბილისური უბანი. პავილიონის წინ ორი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალიზებულ- კოსტიუმირებული პერფორმანსი;

საბავშვო-გასართობი დღის კონცერტები;

საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში;

სამეწარმეო და კვების ზონები.

19:00 – 22:00 საათი

მუსიკალური საღამოები - ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით. 

 

• გუდიაშვილის მოედანი 

11:00 – 22:00 საათი

ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერის უბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები);

დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები:

ღია კინოთეატრი;

„თბილისური კაფე“; 

19:00 – 22:00 საათი

სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები.

• გალაკონცერტი

პირველი ოქტომბერი, 19:30 საათი, ევროპის მოედანი

მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ - გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით. 

ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, სადაც „უჩინმაჩინის ქუდი“ ერთგვარი „დროის მანქანაა“, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, თბილისის ისტორიაში გვამოგზაურებს მე-19 საუკუნიდან დღემდე. 

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

• სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

2 ოქტომბერი, 20:00 საათი 

თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და მიღება 

ინსტალაციები: დეკორატიული ლოგო თბილისობა, სცენის დეკორაცია.

თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია  („თბილისობა 2022“-ის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, 2 ოქტომბერს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ექნება, სხვადასხვა მელოდიისა და მუსიკის თანხლებით, ფერადი გრაფიკით შექმნილია ვიდეოარტი და წარმოჩენილია თბილისელების, მნიშვნელოვანი და საამაყო ადამიანების პორტრეტები, ბევრი უმნიშვნელოვანესი სახელი და სახე ქართული მეცნიერებისა და კულტურის, რაც დამსახურებულად გამოყოფს ამ საპატიო წოდების დიდ მნიშვნელობას, ადამიანების, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თბილისის ისტორიაზე, განავითარეს და თავიანთი შემოქმედებით შექმნეს თბილისელი თაობების ეპოქა).


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება