სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა არ მოსწონთ ქართველ თინეიჯერებს ერთმანეთის ჩაცმულობაში
03-11-2016
-
+


თინეიჯერები გარდატეხის პერიოდში  განსაკუთრებით ჩაცმულობით გამოირჩევიან. უმრავლესობა  თავისუფალ სტილს ანიჭებს უპირატესობას, იმ ტანისამოსს, რომელშიც კომფორტულად გრძნობს თავს.  ჩვენს საუკუნეში თინეიჯერების უმრავლესობამ თითქმის დასძლია ის კომპლექსი, რასაც ჰქვია: რას იტყვის ხალხი?!  ქუჩაში ხშირად დაინახავთ სრულიად განსხვავებულად ჩაცმულ ახალგაზრდებს, რომელთაც საზოგადოების აზრი სრულიად არ აინტერესებთ, თუმცა უმრავლესობას მაინც კედით და ჯინსით მოძრაობა ურჩევნია. საინტერესოა რას შეცვლიდნენ გოგონები ბიჭების  ჩაცმულობაში, ან პირიქით. ორივე მხარის მოსაზრებით დავასკვენი, რომ ხშირად არ მოსწონთ  ერთმანეთის ჩაცმულობა, თუმცა ამის შესახებ ერთმანეთთან ხმამაღლა არ საუბრობენ.  

გვანცა საბანაძე, 16 წლის:

–არ მიყვარს, როდესაც ბიჭებს  „გალიფე“ შარვლები აცვიათ. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ თუ ბიჭს ტყავის ქურთუკი აცვია, „კარგ  ვიდზეა“, აუცილელად მოვსპობდი ამ ტენდენციას.

პირადად მე, თავისუფალ სტილს ვანიჭებ უპირატესობას – კედი, ჯინსი…

მარიამ ბიწაძე, 15 წლის:

–შარვლებს ქამრებს მივუმაგრებდი ან ცოტა უფრო „მოჭერილს“ ჩავაცმევდი. ვფიქრობ, რომ ასეთი ჩაცმულობის ადამიანებთან შენიშვნის მიცემის უფლება არ მაქვს, რადგან მათ საკუთარი ცხოვრება აქვთ და შესაბამისად, გემოვნებაც. ვისაც, როგორ უნდა ისე ჩაიცვას, თუნდაც ეს საზოგადოებისათვის მიუღებელი იყოს.

გიორგი კრიჭაშვილი, 14 წლის:

–ვერ ვიტან, „პანტერა“ ელასტიკები რომ აცვიათ ხოლმე და ტანზე მომდგარი შარვლები, მითუმეტეს, მათ, ვისაც კარგი აღნაგობა არ აქვს.

სალომე საბანაძე (ტანსაცმლის მხატვრული მოდელიორი):

-ბევრი “vintage“  სტილსს უბრუნდება. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვხედავ, რაც ძალიან მომწონს. საზოგადოებაში და უფრო მოზარდებში ქრება თავისუფლად ჩაცმის  კომპლექსები. იმას იცვამენ რაშიც თავისუფლად გრძნობენ თავს. თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ მივედით იქამდე, რომ „ჩვენ“ რაც გვინდა, ის ჩავიცვათ. სამწუხაროდ ხშირად, სხვისი თვალის შიში გვაქვს… 


ავტორი:იაკო ამირანაშვილი 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება