სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ დავაინტერესოთ მოსწავლე, რომ ტექსტი გააზრებულად წაიკითხოს და შეძლოს შინაარსის გამოტანა?
16-10-2022
-
+


კითხვის პროცესი სააზროვნო უნარებს მოითხოვს. იმისთვის, რომ მოსწავლეს ტექსტის წაკითხვის მოტივაცია ჰქონდეს, საჭიროა მისი დაინტერესება.

კითხვის წინა ეტაპი სწორედ მოსწავლისთვის შესაბამისი განწყობის შექმნას უნდა დაეთმოს.

რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ მოსწავლეს ტექსტის გააზრებულად წაკითხვის სურვილი გაუჩნდეს? ამისთვის რამდენიმე აქტივობა დაგეხმარებათ:

ვარაუდების გამოთქმა - მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მისცეს ტექსტის შესახებ ვარაუდების გამოთქმის საშუალება. ვარაუდები უნდა გამომდინარეობდეს ტექსტის სათაურიდან, ილუსტრაციიდან, სურათებიდან. კითხვის დაწყებამდე პედაგოგს შეუძლია, დასვას კითხვები: როგორ ფიქრობთ, რაზე შეიძლება იყოს ტექსტი? რატომ ფიქრობ ასე? როგორ განვითარდება ამბავი?...

თემის შესაბამისი განწყობის შექმნა - მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარ აწვდის ინფორმაციას წასაკითხი თემის შესახებ, მაგალითად: რა იცით ამ საკითხზე? რა გსმენიათ? გაიხსენეთ...გარდა ამისა, პედაგოგს მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით შეუძლია, მოსწავლეებს წინასწარ, მოკლედ უამბოს წასაკითხი ტექსტის შესახებ.

გამოსცადე შენი ინტუიცია - კითხვის დაწყებამდე მასწავლებელი მოსწავლეებს ტექსტიდან აძლევს წინადადებებს არეული თანამიმდევრობით და ავალებს, რომ ინტუიციით დაალაგონ ისინი, ტექსტის წაკითხვის შემდეგ კი, ისინი საკუთარ ვერსიას შეადარებენ ტექსტს.

დისკუსია - მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ტექსტის თემას და ამ თემაზე იმართება დისკუსია, რომელშიც ისინი გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს. შემდეგ კი ეცნობიან ტექსტს. 

დაემთხვევა თუ არა შენი აზრი ავტორისას? - მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებას. მოსწავლეებმა საკუთარი პოზიცია უნდა გამოხატონ და არგუმენტირებლად ახსნან, თუ რომელს ეთანხმებიან და რატომ. ტექსტის წაკითხვის შემდეგ ისინი საკუთარ პოზიციას შეადარებენ ავტორისას.

მინიშნებები - მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება ძირითად სიტყვებს, რომლებიც ტექსტს უკავშირდება, მოსწავლეები კი უნდა მიხვდნენ, რაზეა ტექსტი.

ჩამოთვლილი აქტივობები ხელს უწყობს, რომ მოსწავლეებისთვის კითხვის პროცესი უფრო საინტერესო გახდეს და მათ გააზრებულად წაიკითხონ ტექსტი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება