სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტრესის ნიშნები ბავშვებში, ასაკის მიხედვით -  რა სიმპტომები არ უნდა გამორჩეთ მასწავლებლებსა და მშობლებს
19-10-2022
-
+


ბავშვები სხვადასხვანაირად რეაგირებენ მათ ირგვლივ არსებულ უარყოფით მოვლენებზე. ჩვენი კულტურა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გამოვხატავთ ემოციებს. მაგალითად, ზოგიერთ კულტურაში მიუღებელია ძლიერი ემოციების გამოხატვა, როგორიცაა ხმამაღლა ტირილი, სხვა კულტურებში კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

სტრესის ზოგიერთი ნიშანი არც ისე აშკარაა. გაეროს ბავშვთა ფონიდი გვთავაზობს სხვადასხვა ასაკისთვის დამახასიათებელ სტრესის ნიშნებს, რომელსაც უცვლელად გთავააზობთ: 

ასაკი

რეაგირება

0-3 წელი
  • ჩვეულებრივზე მეტად ეხუტება თავის მომვლელს
  • რეგრესირებს წინანდელ (ადრინდელი ასაკის) ქცევებამდე
  • აღენიშნება ძილთან და კვებასთან დაკავშირებული ცვლილებები
  • უფრო იოლად ღიზიანდება
  • აღენიშნება მომატებული ჰიპერაქტიურობა
  • ჩვეულებრივზე მეტად ეშინია სხვადასხვა საგნის
  • ჩვეულებრივზე მეტად მომთხოვნია
  • ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ტირის
4-6 წელი
  • ეხუტება უფროსებს
  • რეგრესირებს წინანდელ (ადრინდელი ასაკის) ქცევებამდე
  • აღენიშნება ძილთან და კვებასთან დაკავშირებული ცვლილებები
  • უფრო იოლად ღიზიანდება
  • უფრო ცუდად კონცენტრირდება
  • ნაკლებად აქტიური ან პირიქით, ჰიპერაქტიურია
  • აღარ თამაშობს
  • ზრდასრულის როლს ასრულებს
  • წყვეტს საუბარს
  • ჩვეულებრივზე მეტად შეშფოთებული ან აღელვებულია
7-12 წელი
  • საკუთარ თავშია ჩაკეტილი
  • ხშირად დარდობს სხვა დაზარალებულებზე
  • აღენიშნება ძილთან და კვებასთან დაკავშირებული ცვლილებები
  • ხშირად ეუფლება შიშის გრძნობა
  • უფრო იოლად ღიზიანდება
  • ხშირად იჩენს აგრესიულობას
  • მოუსვენარია
  • აღენიშნება მეხსიერებისა და კონცენტრირების პრობლემები
  • ფიზიკური სიმპტომები/ ფსიქოსომატიური აშლილობა
  • ხშირად საუბრობს ერთსა და იმავე მოვლენაზე, ან იმეორებს ერთსა და იმავე მოძრაობას
  • აქვს დანაშაულის გრძნობა ან საკუთარ თავს ადანაშაულებს
13-17 წელი (თინეიჯერები)
  • ძალიან დასევდიანებულია
  • გამოხატავს გადაჭარბებულ წუხილს სხვა ადამიანების გამო
  • აქვს დანაშაულის ან სირცხვილის გრძნობა
  • ჩვეულებრივზე მეტად იჩენს  ავტორიტეტის მიმართ დაუმორჩილებლობას
  • ჩვეულებრივზე მეტად რისკავს
  • გამოირჩევა აგრესიულობით
  • თვითდესტრუქციულია
  • აქვს უიმედობის განცდა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება