სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა საფრთხეები ახლავს სკოლაში კვებას - ის, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
12-11-2022
-
+


კოვიდრეგულაციების დროს სკოლებში სასადილოების მუშაობა აიკრძალა, თუმცა 2022-2023 სასწავლო წლიდან ეს შეზღუდვა აღარ არის. სკოლების ნაწილში ე.წ. ბუფეტებმა მუშაობა უკვე განაახლეს.

მშობლები ღელავენ, რომ მათი შვილი სკოლაში მშიერი არ იყოს, ამის გამო ზოგიერთი ბავშვს სახლიდან საკვებით უშვებს, ზოგი ახლომდებარე მაღაზიაში ფუნთუშას ან სასუსნავს სახელდახელოდ ყიდულობს, ზოგი მშობელი კი შვილს ფულს ატანს და სკოლის სასადილოს იმედადაა.

რა საფრთხე შეიძლება ახლავდეს სკოლაში კვებას? გიზიარებთ მიზეზებს, თუ რატომაა არასასურველი სკოლაში, შესვენებებზე წახემსება:

მოსწავლეები ჰიგიენას სათანადოდ ვერ იცავენ. ხუთწუთიანი შესვენების განმავლობაში შეუძლებელია, ყველა მოსწავლემ შეძლოს ხელის დაბანა კვების წინ, მითუმეტეს თუ სკოლა მრავალრიცხოვანია, ასეთ დროს ხელსაბანების რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდება.

სკოლის სასადილოში, ძირითადად, არაჯანსაღი სწრაფი კვების პროდუქტები იყიდება. შეიძლება ცომეულით, ტკბილეულით და გაზიანი სასმელით ბავშვი დანაყრდეს, თუმცა დროთა განმავლობაში ასეთი კვება მის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.

სკოლისკენ მიმავალ გზაზე, მაღაზიაში სახელდახელოდ შეძენილი ჩიფსები, სუხარები და მსგავსი პროდუქტები ასევე მავნეა ჯანმრთელობისთვის და არც დანაყრება შეუძლია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს პროდუქტებს ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ, რა დროსაც ირღვევა ჰიგიენის წესები.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს დასვენების პერიოდში სირბილი, თამაში და წახემსება ერთდროულად სურთ, რაც ასევე საფრთხის შემცველია.

სკოლაში ჰიგიენური ნორმების დარღვევით კვება ზრდის ბავშვების მოწამვლის რისკს, ასევე საყურადღებოა, სკოლის სასადილოში რამდენადაა დაცული ჰიგიენა და რამდენად არის შენარჩუნებული შესაბამისი ტემპერატურა, რომ პროდუქტი არ გაფუჭდეს.

უმჯობესია, მშობლებმა ბავშვს სახლიდან ჯანსაღი საკვები გაატანონ. ასევე შეახსენონ შვილებს, რომ კვების წინ ხელის დაბანა აუცილებელია. სასურველია, მოსწავლეებს ჰქონდეთ სველი ხელსახოცი და ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო ხსნარი, რომელსაც კვების წინ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ რაიმე მიზეზით ხელის დაბანას ვერ მოახერხებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება