სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ჩვენი ბაღების უმეტესობა გასული საუკუნის მემკვიდრეობაა - კახაბერ გვანცელაძე
05-10-2022
-
+


თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საჯარო ბაღებში ჰასპ-ის (HACCP) სტანდარტების დანერგვის მონიტორინგს იწყებს. სააგენტოს ხელმძღვანელი თბილისის N93 და N83 საბავშვო ბაღებში მივიდა, სადაც კვების უსაფრთხოების თანამედროვე სისტემასთან ინფრასტრუქტურის შესაბამისობის თაობაზე ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცნო.

კვლევა ტენდერით გამოვლენილმა კომპანიამ ჩაატარა. შედეგად გამოვლინდა, რომ თითოეული საბავშვო ბაღისთვის განსახორციელებული სარემონტო თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოები განსხვავებული სახისა და მასშტაბისაა.
„ჰასპ-ის სისტემა არის საუკეთესო გზა, რომელიც უზრუველყოფს წარმოებული საკვები პროდუქციის უსაფრთხოებას და იცავს მომხმარებლებს სურსათის მიღებით გამოწვეული პრობლემებისგან. ახალი ბაღები, რომელიც ბოლო წლების მანძილზე აშენდა, თითქმის სრულად აკმაყოფილებს ამ საერთაშორისო სისტემის მოთხოვნებს, თუმცა ჩვენი ბაღების უმეტესობა გასული საუკუნის მემკვიდრეობაა, რის გამოც, განსახორციელებელია მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები,“ - განმარტავს კახაბერ გვანცელაძე.

ჰასპ-ის სისტემის ინტეგრირება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სავალდებულოა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. შესაბამისი ღონისძიებების გატარება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

სააგენტო საჯარო ბაღების აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს. შემოწმდება როგორც ინფრასტრუქტურის, კვებისა და სანიტარულ- ჰიგიენური მდგომარეობა, ისე მეთოდური საქმიანობა თითოეულ ბაღში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება