სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამინისტროს ინფორმაცია 4 დღეში უნდა მიაწოდოთ - ვის ეხება ბრძანება 
28-09-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხნეკელის ბრძანებით, ცვლილება შევიდა, სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების ინსტრუქციისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გაცემის წესში. 

ბრძანებით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს 4 დღისა, საგანმანათლებლო რესურსცენტრი/სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ინფორმირებას. საგანმანათლებლო რესურსცენტრი/სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ასევე უზრუნველყოფს  სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ინფორმირებას სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების ჩაბარებიდან 4  დღის ვადაში.

ამასთან, სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 6 დღისა უზრუნველყოფს სათანადო მოქმედებების განხორციელებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიან საინფორმაციო ბანკში სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის განთავსების მიზნით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება