სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი მასწავლებლები ვერ მიიღებენ სექტემბერში სტატუსის დანამატს?
27-09-2022
-
+


მასწავლებლები, რომლებსაც 10 სექტემბრამდე სტატუსი არ შეცვლიათ, სექტემბერში შესაბამის დანამატს ვერ მიიღებენ.

სტატუსის დანამატს ის იმ პედაგოგები ვერ მიიღებენ, ვინც მაძიებლის პროგრამა გაიარა, საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა, დირექციას კი მათთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა მასწავლებლის სახლისთვის ამ დრომდე არ გაუგზავნია. „ესქულში“ სტატუსის მინიჭებას ელოდებიან ახალბედა მასწავლებლებიც, რომლებმაც სკოლაში მუშაობა ახალ სასწავლო წელს დაიწყეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ყოველი თვის 10 რიცხვიდან პედაგოგებს სტატუსებს ანიჭებს. სტატუსის მინიჭების წინაპირობა კი დირექციის მიერ პედაგოგის წარდგენაა.

თუ მასწავლებელი სკოლაში კონკურსის წესით დასაქმდა (ვაკანსიაზე განაცხადი ვებგვერდიდან http://teacherjobs.ge გაგზავნა), ამ შემთხვევაში სკოლამ მასწავლებლის სახლს, რესურსცენტრის გავლით, წერილი უნდა მისწეროს და პედაგოგისთვის სტატუსის მინიჭება მოითხოვოს. ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მასწავლებელი ყველა საჭირო დოკუმენტს ტვირთავს, შესაბამისად, მას ცენტრი სტატუსს მარტივად მიანიჭებს. ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ პედაგოგი სკოლაში კონკურსის გარეშეა დანიშნული, მას განათლების დამადასტურებელი დიპლომის, საგნის გამოცდის ჩაბარების ცნობის, 60-კრედიტიანი პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოუწევს.

თუ 10 სექტემბრამდე სკოლამ მასწავლებელთა სტატუსის მინიჭებაზე მოთხოვნა არ გაგზავნა, პედაგოგები სექტემბერში სტატუსის დანამატს დაკარგავენ და ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ ისაა, რომ დირექციას სტატუსის მისანიჭებლად წარდგენა დროულად მოსთხოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში პედაგოგებს არც ოქტომბრის დანამატი დაერიცხებათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება