| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N61 საჯარო სკოლის მე-4დ კლასის მოსწავლეების გამოსაშვებმა კლიპმა „იუთუბზე“ თითქმის 23 700 ნახვა დააგროვა.
მოსწავლეებმა კლიპი სახელწოდებით - „61-ე სკოლის მე-4დ კლასის ჰიმნი“, პედაგოგ ანი ელიზბარაშვილის ხელმძღვანელობით გადაიღეს.
კლიპი მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი გამოვიდა. მასში მოქმედება სკოლაში და თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე ვითარდება. ვიდეოში მოსწავლეებმა თავიანთი თავი ოსტატურად წარადგინეს, მათთვის დამახასიათებელი ფორმები მოირგეს და კლასის ჰიმნი შეასრულეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კლიპი ინფორმაციას თითოეული მოსწავლის ინტერესების შესახებ გვაწვდის.
ვიდეოზე მუშაობის პროცესი საინტერესო იყო, მოსწავლეები მასში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
„განთავსებისთანავე, კლიპმა ნახვების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა მოიპოვა, გამოქვეყნდა მასწავლებელთა დახურულ ჯგუფებშიც და შეფასდა როგორც საუკეთესო აქტივობა.
აღსანიშნავია რომ მსგავსი ჟანრის კლიპის შექმნა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან იყო სიახლე, ახალი მოვლენა სასკოლო სივრცეში,რაც ფართო საზოგადოების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ დადებითი გამოხმაურებით შეფასდა. კლიპის რეჟისურა, მონტაჟი და სცენარი ეკუთვნის „ლასარ სტუდიოს“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა