სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფურტიოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო მიღებით დაიწყო
21-09-2022
-
+


ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყება მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ, შუახევის საკრებულოს თამჯდომარემ როსტომ ლორთქიფანიძემ, ზამლეთის თემის დებუტატმა შუახევის მუნიციპალიტეტში გიორგი კეკელიძემ და შუახევის პედაგოგთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ლევან ნატარიძემ.

მათ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ნაყოფიერი და წარმატებული წელი უსურვეს. პირველკლასელებს კი კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადასცეს. 

სკოლის დირექტორმა ნაზი ქამადაძემ და პედაგოგებმა წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცეს. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ღონისძიების გაფორმებაზე თავად მოსწავლეებმა იზრუნეს - საკუთარი ხელით შექმნეს საშემოდგომო დეკორაციები და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს

პროექტმა არაერთი სასწავლო-შემეცნებითი თუ სახალისო აქტივობა გააერთიანა

პროექტის მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება