სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კურზუს საჯარო სკოლის დირექტორმა წარმატებულ მოსწავლეს, ლიზი ფონიავას ​ izrune.ge-ს დიპლომი საზეიმოდ გადასცა
21-09-2022
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე ლიზი ფონიავა ​izrune.ge-ს მზრუნველი ოჯახის წარმატებული და ბეჯითი წევრია.

მოსწავლე ტესტირების ინოვაციურ პორტალში აქტიურად არის ჩართული და izrune.ge-ს შემეცნებით და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადის. 

მისი მზრუნველი დამრიგებელია ხათუნა ჯიჯელავა გახლავთ. 

izrune.ge-ს ტესტებში აქტიური ჩართულობისთვის და ბრწყინვალე შედეგებისთვის ლიზი izrune.ge-ს დიპლომით უკვე დაჯილდოვდა.

მოსწავლეს დიპლომი სკოლის დირექტორმა, შორენა ჭიტაძე-გაბისონიამ საზეიმოდ გადასცა და კიდევ მეტი წინსვლას უსურვა. 

ლიზის მრავალფეროვანი ტესტების შესრულება ენთუზიაზმს მატებს და ხუთშაბათს მოუთმენლად ელოდება. 

„2021 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული izrune.ge-ში. პირველად „იზრუნე.ჯი“-ს შესახებ მომაწოდა ინფორმაცია დედამ, რომელიც არის ინგლისური ენის პედაგოგი და ჩემი მთავარი მოტივატორი. ერთხელ რომ გამოვცადე ჩემი თავი ტესტირებაზე ძალიან გამაკვირვა კითხვებმა, იმდენად საინტერესო და მარტივი ენით იყო დასმული. მას მერე მივიწევ წინ. მრავალფეროვანი ტესტების შესრულება მმატებს ენთუზიაზმს.. ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს მოუთმენლად ველოდები, რადგან მიწევს ჩემი შესაძლებლობების გადამოწმება, ასახული შედეგები კი მახალისებს, რადგან მეტია მოტივაცია და ინტერესი იმისა რომ ცოდნას ცოდნა მივამატო. განსაკუთრებით მიყვარს უცხო ენების ტესტების შესრულება, რადგან ინგლისური არის ჩემი საყვარელი საგანი, დიდი ინტერესით ვეუფლები მას, რადგან ჩემი ოცნების გზა სწორედ აქ გადის, მინდა ვიმოგზაურო მსოფლიოს გარშემო.

ტესტის ბოლოს კი შეფასება მიხარია რადგან ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარები მმატებს მოტივაციას იმისას, რომ მაქსიმალურად ვიაქტიურო მომავალშიც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასტური იმისა, რომ შრომას მუდამ აქვს აზრი და უკვალოდ არ ქრება არის izrune.ge-ს დიპლომები და სერტიფიკატები, რომლებიც საპატიო ადგილს იკავებს ჩემს სასწავლო კუთხესთან. როცა მათ ვუყურებ უფრო მეტი სურვილი მიჩნდება ვიკითხო მეტი. ამ სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში გამოიგზავნა დიპლომი, სადაც წერია, რომ მე ვაჩვენე ბრწყინვალე შედეგი, რამაც ძალიან გამახარა. დიპლომი გადმომცა სკოლის დირექტორმა: ქალბატონმა შორენა ჭიტაძე-გაბისონიამ და წარმატებები მისურვა მომავალში. მინდა აღვნიშნო ჩემი განათლების პირადი მენეჯერის, ელენეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩემდამი, მის მიერ განხორციელებული ხშირი ზარებით ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე, ინტერესის სფეროზე თუ რისი კეთება მიყვარს, მაძლევს საჭირო რეკომენდაციებს რისთვისაც ვუხდი დიდი მადლობას. მინდა ყველას მოგიწოდოთ აქტიურად ჩაერთოთ izrune.ge-ს პროექტში, რადგან ის განათლების მიღების მრავალმხრივ პოტენციალს გთავაზობთ. დიდი მადლობა izrune. ge -ს დამფუძნებელს და გუნდს“,- აღნიშნავს მოსწავლე.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება